პარტნიორების როლი ჩვენს საქმიანობაში
პარტნიორები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბევრ მიზეზთა გამო. ისინი გვთავაზობენ მრავალ სარგებელს, რაც ხელს უწყობს კომპანიის ზრდას, ინოვაციასა და საერთო ჯამში ჩვენს წარმატებას. პარტნიორობა ხშირად გულისხმობს თანამშრომლობას ოგრანიზაციებთან, რომლებსაც აქვთ დამატებითი უნარები, გამოცდილება და ძლიერი მხარეები. ჩვენი თანამშრომლობა პარტნიორებთან გვეხმარება, რომ უკეთესად დავნერგოთ ინოვაციური კულტურა. გარდა ამისა, მსგავსი ორგანიზაციები გვეხმარებიან, რომ გავაძლიეროთ სანდოობა და რეპუტაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის.
თიბისი ბანკი, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჰყავთ საუკეთესო გუნდი, რომელსაც არ ეშინია შეცდომების და ინოვაციურად აზროვნებს. თიბისი ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად. თიბისის კულტურა დაფუძნებულია გუნდზე, რომელიც არის: გამარჯვებული, ბედნიერი, ცნობისმოყვარე, შედეგზე ორიენტირებული, ღია ახალი შესაძლებლობებისთვის, კეთილსინდისიერი და ყოველთვის ასრულებს დანაპირებს. თიბისი ბანკის მისიაა: გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება!
საქართველოს ბანკი ჰქმნის პროდუქტებსა და სერვისებს მთელი საქართველოსთვის. საქართველოს ბანკის ჯგუფი არის ჰოლდინგური კომპანია, რომელიც დაფუძნებულია დიდ ბრიტანეთში და ფლობს BGEO Group PLC (BGEO).
Marriott International უკვე 25+ წელია, რაც Marriorr Executive Apartments ბრენდით არის პრემიუმ კლასის ბინების ბიზნესში. Marriott Executive Apartments-ის საერთაშორისო დონეზე მართვისა და ოპერირების გამოცდილებამ ბევრი რამ გვასწავლა ჩვენი სტუმრებისა და მათი მოთხოვნილებების შესახებ.
„პარაგრაფი რეზორტი & სპა შეკვეთილი“ პირველი ხუთვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის ავტოგრაფ ქოლექშენის სასტუმროა საქართველოში. სასტუმრო შეკვეთილში შავი ზღვის მაგნიტური სამკურნალო ქვიშის სანაპიროსა და მრავალწლიან ფიჭვნარს შორის მდებარეობს. კურორტი შეკვეთილი ცნობილია მისი განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით და მიკროკლიმატით. „პარაგრაფი რეზორტი & სპა შეკვეთილი“ ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამის მომსახურებას, კომფორტსა და საინტერესო თანამედროვე დიზაინს აერთიანებს.
Schüco არის გერმანული მაღალი ხარისხის ალუმინის ფანჯრების, კარების და ფასადის სისტემების ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელი. მილიონობით Schüco პროდუქტი გამოიყენება მთელ მსოფლიოში და აკმაყოფილებს დიზაინის, კომფორტის, უსაფრთხოებისა და ენერგოეფექტურობის უმაღლეს მოთხოვნებს.
ხალხთა გადასაადგილებელი ამწე მოწყობილობების ლიფტების, ესკალატორების და მოძრავი ბილიკების კომპანია OTIS ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი მწარმოებელია. კომპანია დაარსდა 1853 წელს ნიუიორკში ელისე ოტისის მიერ, რომელმაც პირველმა შეიმუშავა ლიფტის უსაფრთხოების მექანიზმი, OTIS – ის ამწე მოწყობილობები დამონტაჟებულია უამრავ მაღალ სართულიან შენობებზე , მათ შორის ეიფელის კოშკზე, EMPIRE STATE BUILDING, PETRONAS TOWERS, 2019 წლის მდგომარეობით კომპანია OTIS გაყიდვების რაოდენობით და უსაფრთხოების მაჩვენებლებით პირველ ადგილზეა მსოფლიოში.
NS Studio არის არქიტექტორული კომპანია, რომელიც 2013 წლიდან ჰქმნის მაღალი ხარისხის, ორიგინალურ და დახვეწილ არქიტექტურულ პროექტებს.
1908 წელს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში დაფუძნდა მანქანათა სარემონტო მაღაზია თარმო (Tarmo). 1910 წლის 27 ოქტომბერს ჩაერთო KONE-ს სახელით. მანქანების მაღაზიამ დაიწყო კონვერტირებადი საჯინიბოდან გამოყენებული Strömberg ძრავების რეკონსტრუქცია და გაყიდვა KONE სახელით. ისინი ასევე აწარმოებდნენ ლიფტების იმპორტსა და დამონტაჟებას Graham Brothers-სგან შვედეთში.
წლების განმავლობაში, KONE-მ დაამტკიცა მუდმივად ცვლადი სამყაროს გამოწვევებზე თავისი ადაპტირების უნარი. მისი შეთავაზებათა დიაპაზონი იყო სამრეწველო ამწეებიდან დაწყებული, სასწრაფო დახმარების პაციენტთა მონიტორებით, ციგურების პირითა და ნეილონის წინდებით დამთავრებული. მაგრამ ლიფტებისა და ექსკალატორების ბიზნესი ყოველთვის კომპანიის მთავარ აქცენტს წარმოადგენდა. ჩვენს პროექტში სწორედ KONE-ს ლიფტებია გამოყენებული , რომელიც ლიფტმშენებლობის ერთ-ერთი ლიდერ კომპანიას წარმოადგენს.
Skyward Solutions არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მდებარეობს თბილისში, საქართველო. ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ მრავალწლიან გამოცდილებასა და მორგებულ გადაწყვეტილებებს, სწრაფად განვითარებადი მარეგულირებელი ლანდშაფტის შესაბამისად. ჩვენი კლიენტები სარგებლობენ პარტნიორების გაფართოებული ქსელით და მაღალკვალიფიციური ექსპერტებით, რომლებიც იზიარებენ თანამედროვეობის, მთლიანობისა და ინოვაციის ღირებულებებს.
ელიტ ელექტრონიქსი საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. ქსელში 200-მდე ბრენდის 7000-მდე დასახელების პროდუქციაა წარმოდგენილი. მათ შორის არიან მსოფლიოს ისეთი უმსხვილესი ბრენდები, როგორებიცაა: Bosch, Gorenje, Apple, Samsung, Dyson, Delonghi, Hp, Marshall, Lenovo, Playstation, Nobilia, Calia Italia და სხვა.
ItalDesign არის კომპანია,რომელიც 1998 წლიდან ახორციელებს იტალიურ ავეჯს საქართველოში და დღემდე ინარჩუნებს ძლიერ პოზიციებს ქართულ ბაზარზე.
Enza Home უმსხვილესი თურქული ბრენდია 45 წლიანი გამოცდილებით. დღესდღეობით ოპერირებს 48 ქვეყანაში 200-ზე მეტი ფილიალით, მათ შორის საქართველოში 2015 წლიდან – ავეჯის, სრულად ორთოპედიული მატრასებისა და ტექსტილის მიმართულებით.
შ.პ.ს. „ბექაური არტი“ 2014 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანია ორიენტირებულია განვითარებაზე და წარმოებაში იყენებს მხოლოდ ევროპული სტანდარტების შესაბამის მაღალი ხარისხის და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას.
თეგეტა მოტორსის ბიზნეს ჯგუფი, რომელმაც 24 წლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში. საქართველოს გარდა, კომპანია წარმატებით არის წარმოდგენილი ამიერკავკასიის ბაზარზეც. თეგეტა მოტორსი არის კომპანია, რომელიც მუდმივად განვითარებასა და სრულყოფაზეა ორიენტირებული
ვერდე უზრუნველყოფს როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის გამწვანებას პროფესიულ დონეზე. ვერდეში წარმოდგენილია იშვიათი ჯიშის მცენარეები, ევროპელი ცნობილი მწარმოებლების საყვავილეები და საბაღე აქსესუარები.
Zaer LTD International არის ამერიკული კორპორაცია, რომელიც დაარსდა აშშ-ში 1995 წელს. კომპანია აწარმოებს უნიკალური ბაღისა და სახლის დეკორაციებს, რკინის ავეჯსა და სხვადასხვა აქსესუარებს, რომელიც დამზადებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, უმარლესი ხარისხის მასალისაგან. საქართველოში კი მისი ფილიალი 2008 წელს გაიხსნა და დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს.
იტალიური ხარისხი და დიზაინი, მოდერნი, ულტრათანამედროვე ტენდენციები და ამავდროულად, კლასიკური ხაზი დახვეწილ, იტალიურ გარემოში მოგახვედრებთ. 15 წლიანი გამოცდილება და ზრუნვა მომხარებლების კომფორტზე მათი ახალი, იტალიური ბრენდის წარმატების გარანტია, ხოლო ფასისა და ხარისხის პროპორციული თანხვედრა მომხარებლების კმაყოფილების გარანტი.
კომპანია “ჯელიფტი +” მრავალი წელია მოღვაწეობს ამ სფეროში. შექმნის დღიდან კომპანიის ძირითად საქმიანობაში შედის, ყველანაირი მოდიფიკაციის ლიფტების ესკალატორებისა და სხვა ამწევი მექანიზმების იმპორტი საქართველოში.
იმპორტთან ერთად კომპანია ანხორციელებს აღნიშნული ტექნიკის მონტაჟს და მოწყობილობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ უწევს მას გეგმიურ მომსახურებას. კომპანია მუშაობს ასევე ძველი წყობიდან გამოსული ლიფტების აღდგენაზე.
თანამშრომლობენ, როგორც საშუალო, ასევე სფეროში მოწინავე ბრენდებთან, როგორებიც არიან OTIS,WITTUR, HYUNDAI, KLEEMANN.
დაარსების დღიდან რამოდენიმე თვეში კომპანიამ შესძლო და მოიპოვა როგორც ISO ასევე H-MODUL ხარისხის სერთიფიკატები,
რაც ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოების მაღალ ხარისხზე მეტყველებს.
ჩვენი წარმატების და ასე მოკლე დროში ბაზარზე თავის დამკვიდრების მთავარი მიზეზი არის ის, რომ კომპანიაში გაერთიანებულია გამოცდილი და პროფესიონალთა გუნდი.
კომპანია ტრანსპორტერი დაარსდა 2015 წლის დეკემბერში. 2016 წლიდან წარმოადგენს კანადური კომპანია BRP-ის (Bombardier Recreational Products) და ყველა BRP-იში შემავალი ბრენდის (Can-Am, Ski-doo, Sea-doo, Lynx Evinrude და Rotax) ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.
დღესდღეისობით კომპანია ტრანსპორტერი 80-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია რეგიონის მაშტაბით, მათ შორისაა Husqvarna Group, Gardena, Volvo Penta, Kawasaki, Carlstar Group, Grand Boats, Invictus Yacht და სხვა.
2018 წლიდან ტრანსპორტერის ჯგუფს შემოუერთდა შვედური ბრენდი Husqvarna, რომელიც მსოფლიო ლიდერია ბაღის მოვლის მანქანა-დანადგარების და სამშენებლო ტექნიკის წარმოებაში, ასევე ამავე ჯგუფში გაერთიანებულია გერმანული ბრენდი Gardena.
Gardena გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის სარწყავ და წვეთოვან სისტემებს, ბაღის მოვლის ტექნიკას, ხელის ინსტრუმენტებს, პროგრამატორებს და სხვა.
შპს „ჯი არ სი“ – სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და უკვე 15 წელია რაც ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში. დაარსებიდან დღემდე კომპანიის #1 პრიორიტეტი ბაზარზე მაღალი სტანდარტების დაწესება, ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბება და ერთგული მომხმარებლების ჯგუფის შექმნა, რაც განაპირობებს კომპანიის წარმატებას. სამშენებლო სფეროში, კომპანია ჯი არ სი, არის გარანტი იმისა, რომ შესაძლებელია ყველა ტიპის სამშენებლო გადაწყვეტილების შესრულება.
კომპანიის ძირითადი მიმართულებები:
გადახურვის მასალები, ენერგოეფექტული სამშენებლო მასალები, ხანძარმედეგი ქვაბამბის სენდვიჩ პანელი, დამათბუნებელი და ჰიდრო საიზოლაციო მასალები, სტრუქტურილი რკინა, სამშენებლო ქიმია, თაბაშირმუყაო და აქსესუარები.
მიუხედავად პროდუქციის კატეგორიების მრავალფეროვნებისა, კომპანია ყოველწლიურად სთავაზობს სიახლეს ქართულ ბაზარს და ხელს უწყობს დარგის განვითარებას.
Insta Electrical Solution არის კომპანია, რომელიც დაფუძნებულია თბილისში, საქართველოში. ისინი უზრუნველყოფენ სხვადასხვა სირთულის ამოცანების შესრულებას, ასევე კომერციულ, საცხოვრებელ და სამრეწველო პროგრამებისთვის ეფექტური გადაწყვეტილებების მიწოდებას.
რა იცვლება, როდესაც მათთან მუშაობთ:
20 წელზე მეტი საბაზრო გამოცდილების შედეგად, მათ შემუშავებული აქვთ მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.
თქვენს პროექტში მათი ჩართვის შედეგად მიიღებთ სპეციალისტთა გუნდს, რომელიც შედგება გამოცდილი ინჟინრებისგან, პროექტის შემქმნელებისაგან, ელექტრიკოსებისაგან და პროექტის მენეჯერებისაგან. ყველა მათგანი მუშაობს საერთო მიზნისთვის – თქვენი პროექტის დროულად და ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელებისთვის.
ჩვენ Insta Electrical Solution -თან ერთად წარმატებით ვახორციელებთ ჭკვიანი ვილებისა და აპარტმანეტების პროექტებს.
Insta Electrical Solution არის მსოფლიოში წამყვანი ბრენდების წარმომადგენელი. მათი მთელი სამუშაო კულტურა აქცენტს აკეთებს: ხარისხზე, ხარჯების ეფექტურობაზე, მოქნილობაზე, კეთილგანწყობაზე, ურთიერთობაზე, საიმედოობაზე.
საწარმო შექმნილი იყო განვითარების დონის მიხედვით და თანდათან გაფართოვდა მისი გახსნის- 1994 წლიდან. MACO-ს პროდუქციის ასორტიმენტი ძირითადად მოიცავს (ფარავს) მოსაბრუნებელ და დახრილ-მოსაბრუნებელ მოწყობილობებს, ფანჯრის და ინგლისურ ესპანიოლეტებს. საწარმო მოგებას იღებს უახლესი სამუშაო სადგურებიდან, რომლებიც დაფუძნებულია ერგონომიკულ პრინციპებზე და ეკოლოგიურად სუფთა სისტემებზე. ძირითადი ელემენტები შეიცავს სახლის შიდა ინსტრუმენტს და სპეციალურ სამშენებლო დანადგარს. ქარხანას გააჩნია თანამედროვე ლოჯისტიკის ცენტრი, მთლიანად ავტომატური ცენტრალური საწყობით, რომელშიც შეიძლება მოთავსდეს 30 000-ზე მეტი პალეტი. ყველა შვილობილი კომპანიები და პარტნიორები საზღვარგარეთ მარაგდებიან ამ საწყობიდან. ამიტომაც, ტრიებენი არის ლოჯისტიკის ცენტრი MACO group-სთვის.
კომპანია ბედეგი დაარსდა 1999 წელს. კომპანია ბედეგი აწარმოებს 30 დასახელების სამშენებლო პროდუქციას: სამშენებლო ბლოკს, ბორდიურს, მოსაპირკეთებელი ფილას, ქვაფენილს და ა.შ.
16 წლიანი საქმიანობის განმავლობაში, კომპანია ბედეგი წარმატებულად ოპერირებს ქართულ ბაზარზე და თავი დაიმკვიდრა როგორც ბაზრის უდავო ლიდერმა. ბედეგის ქარხანა განთავსებულია 24 204 მ² ტერიტორიაზე. კომპანია ბედეგის პროდუქცია იწარმოება დასავლური წარმოშობის წამყვანი კომპანიების დანადგარებით.
ჰაიდელბერგცემენტი“ საქართველო – ცემენტის უმსხვილესი მწარმოებელია საქართველოში. იგი ჯგუფის „ჰაიდელბერგცემენტი“ წევრია, რომელიც ლიდერია მსოფლიო ბაზარზე ცემენტის, ბეტონისა და აგრეგატების წარმოებაში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 52,500 ადამიანი, მის კუთვნილ 2,500 საწარმოში, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია განთავსებული. “ჰაიდელბერგცემენტმა” 2006 წლის ბოლოს განახორციელა პირველი ინვესტიცია კავკასიის რეგიონში, შეიძინა რა აქციები საქართველოში ცემენტის წარმოების წამყვან კომპანიებში (შპს “საქცემენტის” რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, შპს “ქართული ცემენტი”). როგორც “ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის” წევრი, კომპანია აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს მენეჯმენტისა და წარმოების საკითხებში.
კნაუფი არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც დაფუძნებულია ოჯახური ბიზნესის საუკეთესო პრინციპებზე და რომელმაც მოახერხა შეენარჩუნებინა ეს პრინციპები, თავისი საქმიანობის გლობალური მასშტაბების მიუხედავად. დღეისათვის საერთაშორისო ჯგუფი კნაუფი მსოფლიოში ერთერთ უდიდეს სამშენებლო პროდუქციის მწარმოებელს წარმოადგენს. 1993 წლიდან კნაუფმა გააფართოვა თავის საქმიანობის სფერო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. საწარმოები აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, იყენებენ მთელი საერთაშორისო ჯგუფის საერთო წარმოების ტექნოლოგიას, ეს საწარმოები უშვებენ უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებს, ამასთან ხარისხის სტანდარტი ისეთივეა, როგორც კნაუფის გერმანიაში არსებული.
კომპანია დომუსი 2006 წლის 15 სექტემბერს დაარსდა .დომუსი გახსნის დღიდან ჰქმნის ინოვაციურ სამშენებლო პროექტებს, სადაც მომხმარებლის ყველა სურვილი და საჭიროებაა გათვალისწინებული.
გამორჩეული არქიტექტურული იერსახე და ინტერიერი, ფუნქციონალურობა, უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები მათი სამშენებლო პროექტების განუყოფელი ნაწილია.
კომპანია „საქართველოს ნერგები“2012 წელს შეიქმნა და ცნობილია ხარისხიანი ნერგების ფართო არჩევანით, როგორც ჯიშებისა და სახეობების, ასევე მცენარეთა ზომისა და ფორმის მიხედვით. „საქართველოს ნერგები“ დაარსების დღიდან მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან იტალიურ, პოლონურ, ეპანურ, ჰოლანდიურ და სხვა სანერგე მეურნეობებთან.
კომპანია “ოლ-პი ჯგუფი” დაარსდა 2007 წელს. მათ ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა სამრეწველო იატაკები და ჰიდროსაიზოლაციო სისტემები. ისინი თანამშრომლობენ ადგილობრივ და უცხოურ მწარმოებლებთან როგორებიც არიან: ჰაიდელბერგ ბეტონი; Koster (ჰიდროსაიზოლაციო მასალები);Romex (პოლიმერული მასალები);Gerflor (ელასიური საფარები);Tecsom (რბილი საფარები);Oscar (მსუბუქი სამშენებლო ტექნიკა).
სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.
2007 წლიდან კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა საწარმოო იატაკების და ჰიდროსაიზოლაციო სისტემების მოწყობა. 2010 წელს კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. არსებული რესურსების ოპტიმიზაციითა და ახალგაზრდა, მოტივირებული, პროფესიონალი გუნდის მეშვეობით კომპანიამ სამშენებლო სფეროში მოახდინა ძლიერი პოზიციონირება.
დაარსების დღიდან „ეუროფასადი“ სამშენებლო და დეველოპერული კომპანიებისათვის, არქიტექტურული ბიუროებისა და კერძო პირებისთვის მეგობარი, მრჩეველი და საიმედო პარტნიორია. ამ პერიოდის განმავლობაში მათ ბაზაში საქართველოში, აზერბაიჯანსა და ლატვიაში 200-ზე მეტი შესრულებული ფასადისა და ინტერიერის მოპირკეთების პროექტი დაგროვდა. ისინი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიული კომპანიის”Fundermax” ავტორიზებული პარტნიორები არიან. საქართველოს ბაზარზე ისინი ასევე ექსკლუზიურად წარმოადგენენ ცნობილ ევროპულ მწარმოებლებს: SCALAMID, METALWELL, FIBRE-C, CETRIS.
ნიუ დიზაინი სთავაზობს მომხმარებელს სარემონტო მასალების ფართო არჩევანს. კომპანია ახორციელებს სარემონტო მასალების საცალო და საბითუმო ვაჭრობას მთელ საქართველოში. მათი მიზანია მომხმარებელისთვის საუკეთესო ხარისხის ევროპული ბრენდების პროდუქციის შეთავაზება, ეს არის მიზეზი იმისა, რომ ნიუ დიზაინი ლიდერობს სარემონტო მასალების სამომხმარებლო ბაზარზე.”ნიუ დიზაინი” არის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ბრენდის “გრესპანიას” წარმომადგენელი საქართველოში. მხოლოდ მათთან ერთ სივრცეშია მოქცეული ევროპის წამყვანი ბრენდების A + კლასის საუკეთესო ხარისხისა და ეკოლოგიურად სუფთა შპალერის ყველაზე ფართო არჩევანი.