👉 VR Holding არის კომპანია, რომელიც გამოირჩევა მშენებლობის ხარისხით. დღეს გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების შესახებ.
მეოთხე და მეხუთე ფაზის მშენებლობის ანგარიში კრწანისი რესორტ რეზიდენსისგან:
🏠 10-13 სადარბაზოებში დასრულებულია შიდა კომუნიკაციების მონტაჟი, ბინებში იატაკის მოჭიმვითი სამუშაოები, კომერციული სართულის შემინვა შუკოს კარ-ფანჯრით. ასევე დასრულებულია ბინებში თაბაშირ-მუყაოს ჭერის მოწყობა. სადარბაზოებში დაწყებულია მარმარილოს ფილების დაგება. მიმდინარეობს ლიფტის კონსტრუქციების მონტაჟი, ასევე აქტიურად მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დასრულდება ვინტილირებული ფასადის მოწყობა. დაგეგმილია სადარბაზოში თაბაშირ – მუყაოს ჭერის და აივნის მინის მოაჯირების მონტაჟი.
მოცემულ სადარბაზოებთან მიმდინარეობს ბილიკების მოწყობa.
🏠 14-17 სადარბაზოებში დასრულებულია ბინებს შორის გამყოფი ტიხრების მოწყობა, სახურავის იზოლაცია და აივნების ჭერის შეფითხვის-შეღებვის სამუშაოები. მიმდინარეობს შიდა ტიხრების მონტაჟი, ელექტროობის გაყვანილობა, შიდა კომუნიკაციების დაქსელვა, აივნების მოჭიმვის სამუშაოები და შუკოს სლაიდ კარ-ფანჯრების მონტაჟი, რომელიც პირველ ორ სართულზე უკვე დასრულებულია.
🏠 18-19 სადარბაზოების მონოლითური სამუშაოები და მე-5 სართულის ჩათვლით ტიხრების მოწყობა დასრულებულია. მიმდინარეობს ბინებს შორის გამყოფი და შიდა ტიხრების მოწყობა. ასევე, მიმდინარეობს შიდა კომუნიკაციების დაქსელვა.
🏠 20-21 სადარბაზოებში დასრულებულია საცხოვრებელი მე-5 სართულის გადახურვის ფილის მოწყობა. მიმდინარეობს ბინებს შორის გამყოფი, შიდა ტიხრებისა და შიდა კომუნიკაციების მონტაჟი.
🏠 22-25 სადარბაზოებზე მიმდინარეობს საძირკვლის კედლების დაიზოლირება. დაგეგმილია საძირკვლის ფილის მოწყობა. ამავე კორპუსის სადარბაზოებში დასრულებულია ქვაბულის სამუშაოები, დაწყებულია ლიფტის თანაორმოების ბეტონის სამუშაოები.
ასევე მიმდინარეობს კომპლექსისთვის განკუთვნილი წყლის რეზერვუარში ტუმბო აგრეგატის მონტაჟი.
მოცემულ სადარბაზოებთან მიმდინარეობს ბილიკების მოწყობა.
🏊♀️ აუზის სივრცეში დასრულებულია იზოლაციის და კერამოგრანიტის მოწყობა. მიმდინარეობს მშრალი და სველი საუნების მოპირკეთება. იწყება კერამოგრანიტით მოპირკეთება სველ წერტილებსა და იატაკზე. სადეგუსტაციო მარნის, -1 სართულზე დასრულებულია მოჭიმული იატაკის და გათბობა-გაგრილების სისტემების მონტაჟი.
🏋️♀️ მეორე სართულზე, სადაც განთავსდება ოფისები და ფიტნესი, დასრულდა გამყოფი ვიტრაჟებისთვის კონსტრუქციების და გათბობა-გაგრილების ცხაურების მონტაჟი, ასევე, დასრულდა სველი წერტილები, საშხაპეები და გასახდელები. იწყება გრილიატოს ჭერის მონტაჟი. მიმდინარეობს სამზარეულოს ლიფტის კარკასის მოწყობა. იგეგმება კერამოგრანიტის მოსამზადებელი სამუშაოები, როგორც კედლებზე ასევე იატაკზე. მოცემულ ნაწილში გამოყენებული იქნება იტალიური ბრენდების Calacatta Macchia & Calacatta Mont-ის კერამოგრანიტები.
🍽 მესამე სართულზე, სადაც განთავსდება რესტორანი, დასრულდა საფასადე ვიტრაჟების მოწყობა. საყვავილეები მოპირკეთდა ტრავერტინის ქვით. მიმდინარეობს სველი წერტილების კონსტრუქციების მოწყობა და კომუნიკაციების გაყვანა. იგეგმება შიდა კიბის შუშის მოაჯირისთვის მოსამზადებელი სამუშაო.