👉 გასულ კვირაში VR Holding-მა გააფორმა NS Studio-სთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება. NS Studio-სთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კომპანიის მომსახურება მოიცავს ისეთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებებს, როგორიცაა VR Skyview Tower-ის დეტალური არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო პროექტის მომზადება, ინტერიერის დიზაინის მომზადება, ტექნოლოგიური პროექტის დიზაინის მომზადება, რომელიც გულისხმობს აუზების, სპა, რესტორნების, ფიტნესისა და სხვა კომერციული სივრცეების პროექტირებას, ასევე, ფასადის (მათ შორის, ფასადის განათების), ლანდშაფტის დიზაინის მომზადებას და სხვა ყველა საჭირო სამუშაოებს. აღნიშნულის შედეგად, შეიქმნება უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, რომელიც შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო ბაზარზე არსებულ საუკეთესო სტანდარტებთან.