VR HOLDING-ის კიდევ ერთი პროექტი VR VAKE SKYVIEW TOWER ვაკეში, ჭავჭავაძის 49 ნომერში, კერძოდ, ყოფილი სპორტის უნივერსიტეტის ადგილას განთავსდება.
ეს არის ინოვაციური პროექტი, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.
პროექტს უდიდესი პოზიტიური ზეგავლენა ექნება დედაქალაქში ახალი სტანდარტის დამკვიდრებასა და საცხოვრებელი დონის გაუმჯობესების კუთხით.
აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, დეველოპერულ კომპანია ვრ ჰოლდინგს აქვს ვალდებულება სახელმწიფოს მიმართ, რომელსაც ოპერატიულად ასრულებს.
არსებული ვალდებულება გულისხმობს შემდეგს:
1. დევნილების დაკმაყოფილება;
2. სამბოს უნივერსიტეტის მშენებლობა;
3. ფიზკულტურის უნივერსიტეტის მშენებლობა.
40-მდე დევნილი ოჯახი, რომელიც ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე ცხოვრობდა ავარიულ შენობაში, დაკმაყოფილდა ბინებითა და ფულადი კომპენსაციით, რამაც საშუალება მოგვცა არსებული ავარიული შენობის დემონტაჟისა და პროექტის სრულყოფილად განხორციელების.
იმისათვის, რომ დეტალურად მიიღოთ ინფორმაცია სამბოსა და ფიზკულტურის უნივერსიტეტებთან დაკავშირებით, თვალი ადევნეთ ჩვენს ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებს.