„ვრ ჰოლდინგის“ მიერ დაკმაყოფილებული დევნილი ოჯახები:
▪️ 2022 წელს შპს „ვი არ ვაკე თაუერსმა“ სახელმწიფოსგან აუქციონზე შეიძინა ვაკეში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, N49ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთი (ს/კ: 01.14.07.008.180) მასზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის მიზნით. კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, სახელმწიფო საკუთრებაში იყო მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობა, რომელშიც მრავალი წელია, შეჭირვებულ პირობებში ცხოვრობს 40-მდე დევნილი ოჯახი. კომპანიამ სრულად გაითავისა სოციალური პასუხისმგებლობა და მიიღო გადაწყვეტილება, დევნილი ოჯახებისთვის გამოესწორებინა გაუსაძლის პირობებში ცხოვრება. გარდა გაუსაძლისი პირობებისა, უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში, კომპანია შესყიდულ მიწის ნაკვეთზე ახორციელებს ხმაურიან სამუშაოებს, რომლის პროცესიც იწვევს მუდმივ დისკომფორტს მიმდებარე შენობა-ნაგებობაში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის, მოცემული მიზეზი კიდევ უფრო ართულებს ამ პირობებში მათ ცხოვრებას.

▪️ ამის გათვალისწინებით, კომპანიამ მიზანშეწონილად მიიჩნია დევნილთა ოჯახებისთვის შეეთავაზებინა მათ მიერ დაკავებული ფართების დაცლა და სანაცვლოდ, იმ ოდენობის კომპენსაციების გადახდა, რაც მათ მისცემდა საშუალებას შეესყიდათ ღირსეული საცხოვრისები. ამ მიზნით, გასული წლის მარტში, კომპანიამ დაიწყო დევნილ ოჯახებთან შესაბამისი მოლაპარაკებები. აღნიშნული პროცესის ფარგლებში, კომპანია დევნილ ოჯახებს დაეხმარა მათთვის სასურველი ბინების მოძიებასა და შესყიდვაში. ზოგიერთი დევნილი ოჯახის შემთხვევაში სახელმწიფოს გააჩნდა მათი დაკმაყოფილების ვალდებულება, შესაბამისად კომპანიის მიერ გამოყოფილ კომპენსაციებთან ერთად სახელმწიფოს მიერ დამატებით გამოიყო კანონმდებლობით განსაზღვრული თანხები აღნიშნული დევნილი ოჯახების დაკმაყოფილების მიზნით.
▪️ კომპანიის ჩართულობით 30-მდე დევნილ ოჯახს მიეცა შესაძლებლობა შეერჩიათ და შეესყიდათ მათთვის სასურველი ბინები. შესაბამისად, დაკმაყოფილებულია 30-მდე ოჯახი, რომლებიც ცხოვრობენ გარემონტებულ ბინებში, ღირსეულ პირობებში. დღეის მდგომარეობით, დაკმაყოფილებულია შენობა-ნაგებობაში მცხოვრები დევნილი ოჯახების 90%, მიმდინარეობს მოლაპარაკებები დარჩენილ 10%-თან მათი, ასევე, ღირსეული პირობებით დაკმაყოფილების მიზნით. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც დეველოპერულმა კომპანიამ შესთავაზა მსგავსი პირობები დევნილ ოჯახებს, მსგავსი შემთხვევა მოცემულ ინდუსტრიაში, ჯერ არ დაფიქსირებულა.
▪️ აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ კომპანიას მოცემულ მიწის ნაკვეთზე პროექტის განხორციელება შეეძლო და დღესაც შეუძლია იმ მიწის ნაკვეთის გარეშეც, რომელზეც განთავსებულია დევნილი ოჯახების მიერ დაკავებული შენობა-ნაგებობა, თუმცა ამ შემთხვევაში კომპანიის კეთილი ნება და უმთავრესი პრიორიტეტია დაცულ იქნას დევნილი ოჯახების ინტერესები და ჯანსაღი ცხოვრების პირობები.