12 დეკემბერს პარაგრაფ თბილისის საკონფერენციო სივრცეში VR Holding-ისა და Paragraph-ის პარტნიორობის ხელმოწერის ცერემონიას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი, დაესწრო. მემორანდუმი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ახალი დეველოპერული პროექტის, VR Shekvetili Forest Beach by Paragraph-ის განხორციელების პროცესში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
VR Holding ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დეველოპერულ პროექტს ახორციელებს. საუბარია VR Shekvetili Forest Beach by Paragraph-ზე, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, 40 ჰა ტერიტორიაზე, ყველასთვის კარგად ცნობილი სასტუმრო Paragraph Shekvetili-ს გვერდით განხორციელდება.
პროექტი აერთიანებს პრემიუმ ხარისხის ვილებს, რამდენიმე 5 ვარსკვლავიან საცხოვრებელ კომპლექსს, სასტუმრო და ბრენდირებულ აპარტამენტებს. იგი გულისხმობს უნიკალური ტურისტული კომპლექსის მშენებლობას მრავალფეროვანი საკურორტო ინფრასტრუქტურით – როგორიც არის ღია და დახურული ტიპის აუზები, ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის, ქვიშის ფრენბურთის და პადელის მოედნები, SPA & Wellness ცენტრი, გასართობი და რეკრეაციული სივრცეები. ეკოლოგიურად სუფთა კომპლექსში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ველო და გოლფის მანქანებისთვის განკუთვნილი ბილიკების გამოყენებით და ეკომეგობრული ტრანსპორტით.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სტატიებში:
– მარკეტერზე, www.marketer.ge
– ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიაზე, www.businessinsider.ge
– IPN-ზე, www.ipn.ge
– ამბები.ჯიზე, www.ambebi.ge
– ბიზნეს პრეს ნიუსი, www.bpn.ge
– კვირის პალიტრაში, www.kvirispalitra.ge
– BMG-ის ახალი ამბები, www.bm.ge
– BMG-ის ახალი ამბები, www.bm.ge
– BMG-ის ახალი ამბები, www.bm.ge
– საქმის კურსის სტატია, www.bm.ge
– ბიზნეს სიახლეები, www.bm.ge
– საქმიანი საღამო, www.bm.ge
– საქმიანი დილა, www.bm.ge