“ტურიზმის განვითარების ფონდის” დირექტორის, გიორგი ბაიდარაშვილის შეფასებით, მსგავსი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე გაცილებით მიმზიდველს ხდის.

“პროექტი საინვესტიციო მოცულობითაა საინტერესო, რომელიც $0.5 მლრდ-ს აღემატება. ასევე საინტერესოა ის ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ისევე როგორც ტურიზმის განვითარების სხვა პროექტები, როგორებიცაა Paragraph Shekvetili ან Paragraph Freedom Square, და ამ პროექტშიც იგივე მიზანი გვაქვს, რომ ქვეყნისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ტურისტული ინფრასტრუქტურა შევქმნათ და ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე უფრო მიმზიდველი გავხადოთ, რაც გრძელვადიან პერიოდშიც მდგრადი იქნება”, – ამბობს ფონდის დირექტორი.