VR Holding არის კომპანია, რომელიც გამოირჩევა მშენებლობის ხარისხით. დღეს გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების შესახებ.
მეოთხე და მეხუთე ფაზის მშენებლობის ანგარიში კრწანისი რესორტ რეზიდენსისგან:
3-4-5 ბლოკები: ბინებში სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები, მწვანე კარკასის კონდიციამდე, დასრულებულია. ბინების შესასვლელში დამონტაჟდა უკრაინული ექსკლუზიური კარი. დასრულდა სადარბაზოს მოპირკეთება მარმარილოს ქვით. დამონტაჟდა კონეს პანორამული ლიფტი. აღნიშნულ ბლოკებზე მოეწყო ვენტილირებადი ფასადი ესპანური გრესპანიის კერამოგრანიტით და ავსტრიული ფუნდერმაქსის ფილებით. დამონტაჟდა შუკოს სლაიდური ტიპის კარ-ფანჯარა. ამჟამად კი მიმდინარეობს 3-4-5 სადარბაზოების დასუფთავება მაცხოვრებლებისთვის ბინების გადასაცემად.
10-11-12-13 ბლოკის ბინებში დასრულდა გიპერით ლესვა, მიმდინარეობს კომუნიკაციების დაქსელვა და იატაკის მოჭიმვითი სამუშაოები. დასრულებულია სახურავის იზოლაციის მოწყობა, შუკოს სლაიდ კარ-ფანჯრის მონტაჟი, ასევე აივნებზე კერამოგრანიტის და ჭერის მოპირკეთება. დაწყებულია ფუნდერმაქსის ვინტილირებული ფასადის მოწყობა და შიდა კომუნიკაციების მონტაჟი. დაგეგმილია გარე პერიმეტრის გზის მოწყობა და ლიფტების მონტაჟი.
14-15-16-17 ბლოკები: მონოლითური სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, მიმდინარეობს პარაპეტების, კიბეების, პანდუსის, ბინებს შორის გამყოფი კედლების და ტიხრების მოწყობა, ასევე სახანძრო მილების დაქსელვა და შუკოს ბრენდის სლაიდ ვიტრაჟის ძირების მონტაჟი.
18-19-20-21 ბლოკები: აქტიურად მიმდინარეობს რკინა ბეტონის სამუშაოები. 18-19 სადარბაზოებზე დასრულებულია მე-4 სართულის გადახურვის ფილის დასხმა. დაწყებულია მე-5 სართულის სვეტების და დიაფრაგმების (კედლები) მოწყობა. 20-21 სადარბაზოებზე დაგეგმილია მესამე სართულის გადახურვის ფილის დასხმა.
კომერციული შენობა: მულტიფუნქციური შენობის ქვაბულის მიწის სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს მობილიზაცია მონოლითური სამუშაოების დასაწყებად.
კომპლექსში არსებული ინფრასტრუქტურა:
კორტი: დასრულდა ევროპული სტანდარტების მიხედვით ჰარდის ტიპის ჩოგბურთის კორტის მოწყობა.
ქვიშის მოედანი: მიმდინარეობს ქვიშის მოედნის მოწყობა.
აუზი: ქვიშის სანაპიროს სამუშაოები დასრულებულია.
ასევე მოპირკეთდა აუზის გარშემო ბილიკები ტრავერტინის ქვით. დასრულდა ლაინერის მოწყობა. აუზის შიდა სივრცეში დამონტაჟდა იატაკის გათბობის მილგაყვანილობა, გათბობა-გაგრილების სისტემები, მოეწყო გასაჭიმი ჭერი და განათებები. შიდა სივრცეში დაიწყო ლიფტების მონტაჟი, იატაკის და მარმარილოს კიბეების მოპირკეთებითი სამუშაოები.
ფიტნესი: დამონტაჟდა გათბობა-გაგრილების ვენტილაციის სისტემები, დაიქსელა ელექტროობა, მოიჭიმა იატაკი, ფასადზე დამონტაჟდა შუკოს ბრენდის ვიტრაჟები, ასევე შუშის მოაჯირები. რესტორნის სართულზე მიმდინარეობს გათბობა-გაგრილების სისტემის მონტაჟი. ასევე მიმდინარეობს გათბობა გაგრილების და ვენტილაციის სისტემების გარე ბლოკების ინსტალაცია.