VR Holding-ის მაღალი ხარისხი სჩანს ჩვენს დასრულებულ პროექტებში:

ჩვენ შევქმენით მაღალი ხარისხის პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი მაცხოვრებლების კმაყოფილებას. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ მივაწოდოთ მომხმარებლებს კარგი დიზაინი, კარგად აშენებული და ესთეტიურად სასიამოვნო სახლები, რაც გვეხმარება, იმაში, რომ დავამყაროთ პოზიტიური რეპუტაცია დეველოპერულ ინდუსტრიაში. ეს რეპუტაცია გვეხმარება უფრო მეტი მყიდველის მოზიდვაში, და იმაში, რომ გამოვირჩეოდეთ დეველოპერულ ბაზარზე.

ჩვენი ხარისხისადმი ერთგულება განგვანსხვავებს ჩვენი კონკურენტებისგან, რადგან ჩვენთვის ხარისხი უპირველესია. ხარისხისამდი ერთგულებით მუშაობა ასახავს ეთიკურ ბიზნეს პრაქტიკას და პროფესინალიზმს. ეს ზუსტად მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვაფასებთ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი მაცხოვრებლების კეთილდღეობას.

საბოლოოდ კი, ჩვენი მაცხოვრებლებისთვის საუკეთესო გარემოს შეთავაზება არ არის მხოლოდ გაყიდვების მოკლევადიანი მიზნების მიღწევა, არამედ სტრატეგიული მიდგომა, რომელიც ხელს უწყობს მომხმარებლის ლოიალობას, პოზიტიურ რეპუტაციას და გრძელვადიან ბიზნეს წარმატებას უძრავი ქონების ინდუსტრიაში.

ბოლო წლებში საცობები, ხმაური და მტვერი თბილისელების ცხოვრების შემაწუხებელ ნაწილად იქცა, სწორედ ამიტომ, აუცილებელი გახდა ადამიანებისთვის საცხოვრებლად ისეთი სივრცის შეთავაზება, სადაც თავს მშვიდად და ბედნიერად იგრძნობდნენ. ასე შეიქმნა კრწანისი რესორტ რეზიდენსი – პროექტი, რომელიც გამწვანებული და დაცული უბნის კონცეფციას ეხმიანება.

ყველა ტიპის საცხოვრებელი:

20 000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული პროექტი საკუთარ თავში  რამდენიმე განსხვავებული ტიპის საცხოვრებელს აერთიანებს:

  • ხუთსართულიან კორპუსს მოსახერხებელი მიწისქვეშა პარკინგითა და აუზით
  • თაუნჰაუსებს გამწვანებული საფარითა და ფართო ტერასებით
  • ექსკლუზიური პროექტის მიხედვით შექმნილ ვილებს, საკუთარი ეზოებით

ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია ღია და დახურული აუზები, ფეხბურთის მოედანი, ჩოგბურთის კორტები, კალათბურთის მოედნები, მინი-გოლფის მოედანი, ამფითეატრი, კომერციული შენობები, საბავშვო ბაღი და სკოლა, საბავშვო სკვერები, სარეკრეაციო ზონები.
კომპლექსის პირველი ნაწილის  მშენებლობა 2015 წლის თებერვალში დაიწყო და 2016 წლის მაისში დასრულდა.

ადგილმდებარეობა:

რთული წარმოსადგენია, მაგრამ ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 5 წუთის გზის გავლაა საჭირო, რომ სიმწვანესა და სიმშვიდეში აღმოჩნდეთ. ტემპერატურული სხვაობა აქ რამდენიმე წამში იგრძნობა, კრწანისის მთებიდან მონაბერი ნიავი კი წამით სხვა რეალობაში გადაგიყვანთ.
კრწანისი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და უსაფრთხო უბანია, რაც თავის დროზე საელჩოებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების სიმრავლემ განაპირობა.

კომფორტი:

კრწანისი რესორტ რეზიდენსის მაცხოვრებლებს კარგად ესმით კომფორტის ფასი.
მათ არ უწევთ ნერვიულობა მანქანის გასაჩერებელ ადგილზე ან კომპლექსის პირვანდელი სახით შენარჩუნებაზე.
ნარგავების მოვლასა და ტერიტორიის სისუფთავეს კვალიფიციური პერსონალი უზრუნველყოფს, დანარჩენ საკითხებს კი კონსიერჟი აგვარებს.
ცალკე ჯგუფი ემსახურება ლიფტსაც, რის გამოც ტექნიკური პრობლემები მინიმუმამდეა დაყვანილი.

უსაფრთხოება:

როცა კრწანისი რესორტ რეზიდენსის კონცეფციაზე ვმუშაობდით, წამითაც არ დაგვვიწყებია ჩვენი მომხმარებლების პრიორიტეტები. მათთვის კი გარდა სიმწვანისა და სიმშვიდისა, უსაფრთხოებაც მნიშვნელოვანია.
თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, ჩვენ შევქმენით გარემო, სადაც დიდები და პატარები თავს მშვიდად და დაცულად გრძნობენ.
კომპლექსი შემოსაზღვრულია შლაგბაუმებით, ტერიტორია კი 24-საათიანი დაცვისა და კამერების მეშვეობით კონტროლდება.

აპარტამენტი 4

ვილა რეზიდენს რესორტი

აპარტამენტი 2

აპარტამენტი 1

პრემიუმ კლასის საცხოვრებელი აპარტამენტები – ფაზა 1