VR Krtsanisi Resort Residence არის პირველი რესორტული ტიპის კომპლექსი დიპლომატიურ უბანში, სადაც ინოვაციური ინფრასტრუქტურა და რეაკრეაციული ზონები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.
პროექტში გათვალისწინებულია 45 მეტრიანი აუზი ქვიშის სანაპიროთი და ზღვის ტალღების იმიტაციით, რომლის ანალოგსაც ვერ შეხვდებით.
VR Krtsanisi Resort Residence-ში შეხვდებით Technogym-ის უახლესი ტრენაჟორებით აღჭურვილ ფიტნეს დარბაზებს.
აქ დაგხვდებათ:
- კარდიო და ძალისმიერი სავარჯიშო ზონა
- თავისუფალი წონები და ტრენაჟორები
- სპეციალური სტუდია იოგასა და ველნეს სესიებისთვის
- თქვენზე მორგებული გრაფიკი — დარბაზები ხელმისაწვდომია დღის ნებისმიერ მონაკვეთში
პროექტი მოიცავს სპა და გამაჯანსაღებელ ცენტრს, სადაც წარმოდგენილია ფრანგული ბრენდის LPG-ის ინოვაციური აპარატი – The CELLU M6 INFINITY, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არის.
ამავდროულად, VR Krtsanisi Resort Residence-ის სარესტორნო სივრცეში განთავსდება “მარანის” რესტორანი.
ასევე, პროექტის ტერიტორიაზე დაგხვდებათ გაყიდვების ოფისი, რომელიც მაცხოვრებლებსა და სტუმრებს მოემსახურება. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს, რომ დროულად მიიღოთ ყველა საჭირო ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი საკითხების შესახებ.
VR Krtsanisi Resort Residence საუკეთესო არჩევანია დასასვენებლად და ამავდროულად, სპორტული უნარების განსავითარებლად.