რეკრეაციული ზონა კრწანისი რესორტ რეზიდენსში

VR Krtsanisi Resort Residence-ის ერთ-ერთ განსაკუთრებულ მახასიათებელს გამორჩეული ლანდშაფტის დიზაინი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო წარმოადგენს. ჩვენი გამოცდილი მებაღეები ზრუნავენ უნიკალური ჯიშის მცენარეებზე, მათ შორის 500-წლოვან ზეთისხილის ხეებზე, რომლებიც გამწვანებულ სივრცეებს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდიან. რეკრეაციული სივრცე პროექტის 70%-ს მოიცავს და ქმნის ჰარმონიულ გარემოს, სადაც თითოეული მაცხოვრებელი პოულობს სიმშვიდეს ბუნებასთან ახლოს, ქალაქის შუაგულში.

ჩვენი სლოგანიც სწორედ ამ კონცეფციას ეხმიანება – ისუნთქე, იცხოვრე, დაისვენე.

რეკრეაციული ზონები:

ზეთისხილის პარკები

ზეთისხილის ხე გამორჩეულია თავისი სილამაზითა და გამძლეობით. იგი კარგად ეგუება კლიმატურ პირობებს და მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებს თავის ესთეტიკურ ღირებულებას, რაც მას იდეალურს ხდის გამწვანებული და ბუნებრივად მოწყობილი სივრცისთვის.

წიწვის პარკები

წიწვი არა მხოლოდ მწვანე საფარის გაძლიერებას უწყობს ხელს, არამედ ჰაერის გაწმენდაში და ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ჩვენი წიწვოვანი პარკები იდეალური ადგილია  დასასვენებლად.  გამწვანებული ბილიკები და ჩრდილოვანი ზონები კი  იდეალურ გარემოს ქმნის მედიტაციისთვის ან წიგნის წასაკითხად.

რეკრეაციული ზონები შექმნილია მაცხოვრებლებს შორის ყოველდღიური აქტივობებისთვის, დასვენებისთვისა და სოციალიზაციისთვის.