Café del Mar საქართველოშია - VR Shekvetili Forest~Beach-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
VR Holding-ის მხარდაჭერით, პროექტ VR შეკვეთილი Forest Beach-ის ფარგლებში, შეკვეთილში მსოფლიოში ცნობილი ბრენდის, Café del Mar Beach Club-ის პირველი ოფიციალური სივრცე გაიხსნა. ეს არის პირველი ამ მასშტაბის დასასვენებელი სივრცე როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი რეგიონისთვის.