ამფითეატრი – ღია სივრცე საჯარო ღონისძიებებისთვის

ამფითეატრი წარმოადგენს ღია სივრცეს, რომელიც სპეციალურად შექმნილია მრავალფეროვანი საჯარო ღონისძიებებისთვის. აქ იმართება თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები, სპორტული შეჯიბრებები, ლექციები, ცერემონიები და სხვადასხვა ტიპის გასართობი თუ კულტურული ღონისძიებები.

ეს არის გარემო, რომელიც აერთიანებს ხელოვნებას, იდეებსა და ადამიანებს.

  • საზოგადოებრივი შეკრებები
    სივრცე შესაფერისია როგორც სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის, ისე თემატური შეხვედრებისთვის, ღია დიალოგისთვის ან ერთობლივი აქტივობებისთვის.
  • საგანმანათლებლო სესიები
    მასტერკლასები, ლექციები და სემინარები ხშირად იმართება ღია ცის ქვეშ, რაც აუმჯობესებს გარემოს და ხელს უწყობს ახალი ცოდნის მიღებას.

ეს არის ადგილი, რომელიც, ხელს უწყობს ახალი კავშირების ჩამოყალიბებასა და აერთიანებს სხვადასხვა ინტერესსა თუ სფეროს.