ჩვენ შესახებ

VR HOLDING არის უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია, რომელმაც ქართულ ბაზარზე ერთ-ერთმა პირველმა დანერგა უმაღლესი სტანდარტი სამშენებლო ინდუსტრიაში. კომპანია 2010 წელს ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის მიერ დაარსდა და მას შემდეგ წარმატებით ახორციელებს ინოვაციურ პროექტებს საქართველოს მასშტაბით.

ჩვენ გვესმის, რომ მწვანე განაშენიანება აღარ არის მიზანი. ეს არის აუცილებლობა. ჩვენი ბიზნესი ნერგავს ინოვაციებს და მოაქვს სარგებელი ყველასთვის. სანდოობა, პროფესიონალიზმი და დროული ჩაბარების ვადები არის ჩვენი კომპანიის მთავარი პრინციპები.

$0
ინვესტიცია პროექტებში
0ჰა
ჯამური სამშენებლო ფართობი
0
დასრულებული საცხოვრებელი
0
წლიანი გამოცდილება
0+
დასაქმებული ადამიანი
0
ქვეყანაში ოფიციალური წარმომადგენლობა

პროექტები

პროექტები

VR KRTSANISI RESORT RESIDENCE

“VR Krtsanisi Resort Residence” არის პირველი რესორტული ტიპის დასახლება თბილისში ინოვაციური ინფრასტრუქტურით, სადაც შეგიძლიათ ერთდროულად ისუნთქოთ, იცხოვროთ და დაისვენოთ. პროექტი მდებარეობს თბილისის ყველაზე დიპლომატიურ უბანში.

VR VAKE SKYVIEW TOWER

“VR Vake Skyview Tower” მდებარეობს დედაქალაქის ყველაზე პრესტიჟულ უბანში. Skyview Tower იქნება თბილისში ყველაზე მაღალი, 180 მეტრიანი შენობა, რომელშიც განთავსდება Marriott Executive Apartments-ის 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი აპარტამენტები.

VR SHEKVETILI FOREST〜BEACH | BY PARAGRAPH

“VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph” საერთაშორისო ბრენდის, Autograph Collections-ის პროექტ „პარაგრაფი რეზორტი და სპა შეკვეთილის“ მომიჯნავედ, 40 ჰექტარზე გაშენდება. პროექტში განთავსდება ბრენდული 5-ვარსკვლავიანი აპარტამენტები

ინფრასტრუქტურა

ბრენდირებული აპარტამენტები

ბრენდირებული აპარტამენტები, როგორიცაა Paragraph და Marriott Executive Apartments, გვთავაზობს რამდენიმე უპირატესობას როგორც უცხოური დამსვენებლებისთვის, ასევე ქონების მფლობელებისთვის. ბრენდირებული აპარტამენტების ძირითადი სარგებელი არის ხარისხის, ცნობადობის, მოხერხებულობის, თანმიმდევრულობისა და გლობალურ ქსელზე წვდომის უზრუნველყოფა. როდესაც სტუმრები ირჩევენ ცნობილ ბრენდს, მათ აქვთ გარკვეული მოლოდინები სერვისთან, კეთილმოწყობასთან და სისუფთავესთან დაკავშირებით. ბრენდირებული აპრტამენტები სთავაზობენ მნიშვნელოვან სერვისს მაცხოვრებლებს, ამ სერვისებს შეუძლიათ გააუმჯობესონ სტუმრების საერთო გამოცდილება და გახადონ უფრო კომფორტული მათი საცხოვრებელი ადგილები. მითითებული ფაქტორები მათ მიმზიდველ არჩევნად აქცევს მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც ეძებენ საიმედო და კომფორტულ საცხოვრებელ ვარიანტებს, განსაკუთრებით ხანგრძლივი ყოფნისა და საქმიანი მოგზაურობისთვის.

 By Paragraph შეკვეთილში

შავი ზღვის სანაპიროს საუკეთესო ადგილას, შეკვეთილში, მოეწყობა Paragraph-ის 5-ვარსკვლავიანი ბრენდული აპარტამენტები. პროექტის პირველ ფაზაში გათვალისწინებულია ვილებისა და აპარტამენტების მშენებლობა, რომელსაც მომსახურებას გაუწევს Paragraph & VR Hospitality Group.

Marriott Executive Apartments ვაკეში

ხელმოწერილი მემორანდუმის მიხედვით Marriott Executive Apartments საქართველოში შემოდის. Marriott-ის ბრენდული აპარტამენტები VR Vake Skyview Tower-ში განთავსდება. Marriott-ის ბრენდის დაინტერესება ჩვენი პროექტით, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ პროექტის მნიშვნელობას, როგორც ქვეყნისთვის, ისე საერთაშორისო ბაზრისთვის.

აპარტამენტების სახეობები

აპარტამენტების სახეობები

თქვენ აღმოაჩენთ სხვადასხვა სახის აპარტამენტებს ჩვენს პროექტებში, რომლებიც დაპროექტებულია თქვენი, როგორც მომხარებლების, სურვილების გათვალისწინებით. ჩვენ გთავაზობთ ყველა სახის აპარტამენტებს სტუდიო ტიპის აპარტამენტებიდან დაწყებული, პენტჰაუსებით დამთავრებული. ჩვენ ვზრუნავთ თქვენს კომფორტზე, სწორედ ამიტომ თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ და აირჩიოთ სასურველი საცხოვრებელი სივრცე ჩვენს პროექტებში.

სტუდიო

სტუდიო ტიპის აპარტამენტები შედგება ერთი ღია სივრცისგან, რაც აერთიანებს საცხოვრებელ ზონას, საძინებელსა და სამზარეულოს ერთ ოთახში, ცალკე აბაზანასთან ერთად. მსგავსი ტიპის საცხოვრებელი კარგია სტუდენტებისთვის ან ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც არ სჭირდებათ დამატებითი სივრცე.

ერთ-საძინებლიანი

ჩვენ გთავაზობთ ერთ ოთახიან ბინებს, რომლებიც შედგება ცალკე საძინებლისგან, მისაღებისგან, სამზარეულოსა და აბაზანისგან. მოცემული ბინები გთავაზობთ რამდენიმე უპირატესობას და შესაფერისია სხვადასხვა ტიპის მაცხოვრებლებისთვის.

ორ-საძინებლიანი

ორ-საძინებლიანი ბინები უზრუნველყოფენ მეტ სივრცესა და მოქნილობას სტუდიოს ან ერთოთახიან აპარტამენტებთან შედარებით. შესაფერისია სხვადასხვა მაცხოვრებლებისთვის, მათ შორის ოჯახებისთვის, წყვილებისთვის და იმ პირებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ დამატებითი სივრცე.

პენტჰაუსი

ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა სიდიდის პენტჰაუსებს, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი საცურაო აუზები. პენტჰაუსები მდებარეობს საცხოვრებელი შენობის ბოლო სართულზე. პენტჰაუსები ცნობილია თავისი ექსკლუზიურობით, საოცარი ხედებითა და პრემიუმ მახასიათებლებით.

ადგილმდებარეობა

ჩვენს მიერ არჩეული ადგილმდებარეობა მომგებიანია ჩვენი მაცხოვრებლებისთვის, მის მიერ შემოთავაზებული უპირატესობების სიმრავლის გამო, რაც აუმჯობესებს მათ ცხოვრების ხარისხს, მოხერხებულობასა და საერთო კმაყოფილებას. დამატებით, ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ პროექტები განვახორციელოთ ეკოლოგიურად სუფთა ადგილებზე. ჩვენს მიერ არჩეული ადგილები, ახლოსაა აუცილებელ კეთილმოწყობასთან, როგორიცაა სასურსათო მაღაზიები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რეკრეაციული ადგილები.

ადგილმდებარეობა

ჩვენს მიერ არჩეული ადგილმდებარეობა მომგებიანია ჩვენი მაცხოვრებლებისთვის, მის მიერ შემოთავაზებული უპირატესობების სიმრავლის გამო, რაც აუმჯობესებს მათ ცხოვრების ხარისხს, მოხერხებულობასა და საერთო კმაყოფილებას. დამატებით, ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ პროექტები განვახორციელოთ ეკოლოგიურად სუფთა ადგილებზე. ჩვენს მიერ არჩეული ადგილები, ახლოსაა აუცილებელ კეთილმოწყობასთან, როგორიცაა სასურსათო მაღაზიები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რეკრეაციული ადგილები.

კოლაბორაცია