A კლასის ბიზნეს ცენტრი
პროექტში გათვალისწინებულია როგორც საოფისე, ასევე, კომერციული ფართები. ბიზნესცენტრი საქმიანი ადამიანების ცხოვრების სტილსა და კომფორტზე იქნება მორგებული. ცენტრში გათვალისწინებული იქნება საპარკინგე სივრცეები, ფიტნეს-დარბაზი, დაგეგმილია გარე პერიმეტრის გამწვანება და საკვები ობიექტების განვითარება. ბიზნესცენტრი დააკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს.