როიალ თაუნჰაუსები „კრწანისი რესორტ რეზიდენსში“:

„VR ჰოლდინგი“ აგრძელებს თანამედროვე უბნის, „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ განვითარებას და წარმოგიდგენთ თანამედროვე გეგმარების მქონე, არასტანდარტულ როიალ თაუნჰაუსებს.

თაუნჰაუსი არის მწკრივად აშენებული რამდენიმე სართულიანი სახლი, რომელსაც მობინადრეებს საერთო კედელი აკავშირებთ, თუმცა შესასვლელი და ეზო თითოეულ შენობას დამოუკიდებელი აქვს.

თაუნჰაუსები მდებარეობს „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ დასაწყისში, საიდანაც პანორამული ხედი იშლება ქალაქზე. ახალი კონცეფციის უბანი მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურითა და გამორჩეული ლანდშაფტის დიზაინით ერთიანი ხედვით დაიგეგმა. ტერიტორია საცხოვრებელ ზონასთან ერთად მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ, სარეკრეაციო და გასართობ ინფრასტრუქტურას.

თაუნჰაუსების ტიპის საცხოვრებელი სახლები სათავეს იღებს ევროპიდან. ასეთი ტიპის პროექტები იდეალურია ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც ერთიანად უნდათ აპარტამენტებისა და კერძო სახლების უპირატესობები. თუ თქვენ მოგწონთ მეზობლებთან ახლოს ცხოვრება, მაგრამ, ამავდროულად, გსურთ კერძო სახლი, თაუნჰაუსი იდეალური გამოსავალია.

საინვესტიციო ინფორმაცია

0$
საინვესტიციო ღირებულება
0%
წლიური უკუგება (ROI)
0
წლიანი გამოცდილება
0$
კვადრატულის საწყისი ფასი
0ჰა
რეკრეაციული სივრცე
0$
საინვესტიციო ღირებულება
0%
წლიური უკუგება
0
წლიანი გამოცდილება
0$
კვადრატულის საწყისი ფასი
0ჰა
რეკრეაციული სივრცე

ახალი სიტყვა თანამედროვე დეველოპერულ სექტორში:

VR ჰოლდინგის თაუნჰაუსებს აქვს ისეთი უპირატესობები, რომლებიც სტანდარტულ თაუნჰაუსებს არ გააჩნია.

მისაღები ოთახის ინტერიერის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება 6 მეტრიან ჭერს, რომელიც პროექტს სძენს განსაკუთრებულობას, ვიტრაჟებიდან იშლება საოცარი პანორამული ხედები მთელ თბილისზე, ხოლო ამ ოთახიდან ეზოზე გამავალი ტერასა შლის საზღვარს ექსტერიერთან და მჭიდრო კავშირს ამყარებს ბუნებასთან. ასეთი ჭერი სრულ თავისუფლებას იძლევა ინტერიერის დიზაინის პროექტირებისას. თავის მხრივ, მისაღები ოთახი სრულად იზოლირებულია დანარჩენი სართულებისგან და შესაძლებლობას იძლევა სტუმრების დამოუკიდებლად გამასპინძლებისთვისა და სასიამოვნო საღამოების მოწყობისთვის.

ბოლო სართული განსაკუთრებულობით გამოირჩევა, რადგან აქვს საკუთარი მისაღები, აღჭურვილი სამზარეულო კუთხით, აუზითა და ბარით. აქ თქვენ შეგიძლიათ მოაწყოთ გასართობი სივრცე, მინი ბარი, სივრცე წვეულებებისთვის და სხვადასხვა აქტივობისთვის. აუზიდან იშლება პანორამული ხედი თბილისზე, რაც დამატებით ღირებულებას მატებს ამ სივრცეს.

დახურული ავტოფარეხი არის უსაფრთხოების გარანტია თქვენი ავტომობილისთვის ნებისმიერ ამინდში. 4 სართულიანი შიდა სივრცე გაძლევთ საშუალებას სწორად გამოიყენოთ ფართი და გადაანაწილოთ იგი სართულებზე.

გარდა ამისა, თაუნჰაუსები გამოირჩევა ისეთივე მშენებლობის ხარისხით, როგორც სხვა ჩვენი პროექტები. მაგალითად, თაუნჰაუსებში მაცხოვრებლები შეხვდებიან პროექტში Schuco-ს ბრენდის ალუმინის კარ-ფანჯარას, რომელიც დამზადებულია პრემიუმ ხარისხის მატერიალებისგან და არის უმაღლესი ხარისხის, რომელიც თავსებადია ნებისმიერ ინტერიერთან.

დამატებით, როიალ თაუნჰაუსების მაცხოვრებლებლს შესაძლებლობა ექნებათ ისრგაბლონ ყველა არსებული სერვისითა, და ინფრასტრუქტურით, რომელსაც მოიცავს პროექტი „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“.

ინფრასტრუქტურა

ინფრასტრუქტურა

ჰარმონიული საცხოვრებელი გარემო:

შენობის სიახლოვეს განლაგებული მშვიდი სკვერი ბავშვთა გასართობი სივრცით, რომელიც იდეალურ გარემოს ქმნის განტვირთვისთვის, საცურაო აუზები მაცხოვრებლების განტვირთვისთვის, სავარჯიშო დარბაზები, საჯინიბოები, ბოულინგ ცენტრები და მრავალი ინფრასტრუქტურა, რომლის მომხარებაც შეეძლებათ როიალ თაუნჰაუსის მაცხოვრებლებს.

ჩვენი მაცხოვრებლების სიმშვიდე და უსაფრთხოება უზრუნველყოფილია სამეთვალყურეო კამერებით, დისტანციური ბარიერითა და დაცვის 24-საათიანი მომსახურებით. კომპლექსს ჰყავს მენეჯერი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში დაგეხმარებათ სხვადასხვა საკითხების მოგვარებაში. საერთო მოხმარების ფართის სისუფთავესა და ნარგავების მოვლაზე ყოველდღიურად ზრუნავს კვალიფიციური პერსონალი. ასევე, მაცხოვრებლებლს უწევს ტექნიკურ მომსახურებას პერსონალი, ასევე მაცხოვრებლებლს შეუძლიათ ისარგებლონ სრული რემონტის სერვისით. საბოლოოდ კი, მაცხოვრებლები ისარგებლებენ ყველა არსებული სერვის მომსახურებით, რომელსაც VR Holding სთავაზობს.

ჩაბარების პირობა:

როიალ თაუნჰაუსი ბარდება მწვანე კარკასული მდგომარეობით. სურვილისამებრ, ინდივიდუალურად, ჩვენ ასევე გთავაზობთ დასრულებულ და უმაღლესი ხარისხის რემონტს, სადაც დაგხვდებათ სრულად მოწყობილი აბაზანა, ჩაშენებული სამზარეულო გაზქურით, გამწოვითა და ჭურჭლის სარეცხი მანქანით, ცენტრალური გათბობის სისტემა გათბობის ქვაბითა და რადიატორებით.

სერვისები