პროექტის შესახებ:

VR Holding აგრძელებს ინოვაციური პროექტების დაგეგმარებასა და მშენებლობას. კომპანიამ დაიწყო ახალი პრემიუმ კლასის, თანამედროვე გეგმარების მქონე პროექტის VR Vake Skyview Tower-ის მშენებლობა, რომელიც ვაკეში, ჭავჭავაძის 49-ში, კერძოდ ყოფილი სპორტის უნივერსიტეტის ადგილას, განთავსდება. VR Vake Skyview არის 180 მეტრიანი, თბილისში ყველაზე მაღალი შენობა. ეს არის ის ინოვაციური პროექტი, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, გარდა ამისა, ჩვენ შევქმენით ისეთი პროექტი, რომელიც უახლეს სტანდარტებს ნერგავს ქალაქის ცენტრში. კომპანიის მიზანია VR Vake Skyview იქცეს თბილისელებისა და ქალაქის სტუმრების მიზიდულობის ეპიცენტრად, შექმნას ათეულობით სამუშაო ადგილი, მოიზიდოს უცხოურ ინვესტიციები და შექმნას მნიშვნელოვანი ფინანსური კონტრიბუცია ქვეყნის ეკონომიკაში. მიგვაჩნია, რომ პროექტს უდიდესი პოზიტიური ზეგავლენა ექნება დედაქალაქში ახალი სტანდარტის დამკვიდრებისა და საცხოვრებელი დონის გაუმჯობესების კუთხით.

VR VAKE SKYVIEW-ის პროექტი არსებული გზებისა და ინფრასტრუქტურის განახლება-გაჯანსაღებას მოიცავს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გზების გაფართოება, სარეკრეაციო და მოსასვენებელი სივრცეებისა და სკვერების გაშენება, დამატებითი საპარკინგე ადგილების მოწყობა, რომლითაც სარგებლობას მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებიც შეძლებენ. აღსანიშნია, რომ მულტიფუნქციური კომპლექსის ბოლო სართულზე ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საცურაო აუზი განთავსდება. ამასთან, შენობის სახურავზე ვერტმფრენის ასაფრენი მოედანი მოეწყობა. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ვაკეს დამატებით ღირებულებას შესძენს.

სწორედ ამ პროექტში განთავსდება Marriott Executive Apartments-ის 5-ვარსკვლავიანი აპარტამენტები, რომლებიც გრძელვადიან გაქირავებაზე იქნება გათვლილი და მათ მფლობელებს კომპლექსის ყველა უპირატესობით სარგებლობა შეეძლებათ.

ცათამბჯენში მოეწყობა Marriott Executive Apartments-ის 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი აპარტამენტები:

  • სტუდიო ტიპის აპარტამენტები
  • 1-საძინებლიანი აპარტამენტები
  • 2-საძინებლიანი აპარტამენტები

საინვესტიციო ინფორმაცია

$0
საინვესტიციო ღირებულება
0%
წლიური უკუგება (ROI)
0
წლიანი გამოცდილება
0ჰა
პროექტის მოცულობა
$0
საინვესტიციო ღირებულება
0%
წლიური უკუგება
0
წლიანი გამოცდილება
0ჰა
პროექტის მოცულობა

Marriott Executive Apartments ვაკეში:

ხელმოწერილი მემორანდუმის მიხედვით Marriott Executive Apartments საქართველოში შემოდის. Marriott-ის ბრენდული აპარტამენტები VR Vake Skyview Tower-ში განთავსდება. Marriott-ის ბრენდის დაინტერესება ჩვენი პროექტით, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ პროექტის მნიშვნელობას, როგორც ქვეყნისთვის, ისე საერთაშორისო ბაზრისთვის.
გლობალური ბრენდი Marriott Executive Apartment მსოფლიოს 17 ქვეყანაში ოპერირებს და 5-ვარსკვლავიანი ტიპის აპარტამენტებს მართავს. Marriott Executive Apartments გთავაზობთ ხანგრძლივი დარჩენისთვის მაღალი დონის აპარტამენტებს, რომლებშიც თავს ისე იგრძნობთ, როგორც სახლში.

Marriott Executive Apartments არის ბრენდი, რომელიც გთავაზობთ უნიკალურ საცხოვრებელ აპარტამენტებს. მოცემული აპარტამენტები აერთიანებს საცხოვრებელ სახლებს, სასტუმროს მომსახურებასთან და კეთილმოწყობასთან ერთად, რაც უქმნის მაცხოვრებლებს კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს. Marriott Executive Apartments გვთავაზობენ აპარტამენტების მრავალფეროვან ვარიანტს, ერთი საძინებლიდან რამდენიმე საძინებლამდე, რომელიც ჩვენს მაცხოვრებლებს დახვდება სრულად აღჭურვილი რემონტით.

Marriott Executive Apartments-ის მაცხოვრებლებს შეუძლიათ მოითხოვონ ისეთი სერვისები, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება სასტუმროებში, როგორიცაა სახლის დასუფთავება, 24-საათიანი დაცვა და ტექნიკური მომსახურება. ეს სერვისები უზრუნველყოფს კომფორტული გარემოს შექმნას პროექტის მაცხოვრებლებისთვის.

Marriott Executive Apartments ხშირად გააჩნიათ სხვადასხვა სახის კეთილმოწყობა, როგორიცაა ფიტნეს ცენტრები, საცურაო აუზები, ბიზნეს ცენტრები და სხვადასხვა სახის რესტორნები. ეს კეთილმოწყობა შექმნილია მაცხოვრებლების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად პროექტიდან გაუსვლელად. VR Vake Skyview- ის პროექტიც მოიცავს არაერთ ინფრასტრუქტურას, რომლის მოხმარებასაც შესძლებენ პროექტის მაცხოვრებლები.

Marriott Executive Apartments განლაგებულია მთავარ ურბანულ ადგილებში, რაც უზრუნველყოფს მარტივ წვდომას ბიზნეს უბნებთან, სატრანსპორტო ცენტრებთან და გასართობ სივრცეებთან. ეს სტრატეგიული პოზიციონირება განსაკუთრებით სასარგებლოა საქმიანი მაცხოვრებლებისთვის,
რომლებსაც სჭირდებათ ქალაქის ირგვლივ მარტივად გადაადგილება.

აპარტამენტების სახეობები

აპარტამენტების სახეობები

თქვენ აღმოაჩენთ სხვადასხვა სახის აპარტამენტებს ჩვენს პროექტებში, რომლებიც დაპროექტებულია თქვენი, როგორც მომხარებლების, სურვილების გათვალისწინებით. ჩვენ გთავაზობთ ყველა სახის აპარტამენტებს სტუდიო ტიპის აპარტამენტებიდან დაწყებული, პენტჰაუსებით დამთავრებული. ჩვენ ვზრუნავთ თქვენს კომფორტზე, სწორედ ამიტომ თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ და აირჩიოთ სასურველი საცხოვრებელი სივრცე ჩვენს პროექტებში.

სტუდიო

სტუდიო ტიპის აპარტამენტები შედგება ერთი ღია სივრცისგან, რაც აერთიანებს საცხოვრებელ ზონას, საძინებელსა და სამზარეულოს ერთ ოთახში, ცალკე აბაზანასთან ერთად. მსგავსი ტიპის საცხოვრებელი კარგია სტუდენტებისთვის ან ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც არ სჭირდებათ დამატებითი სივრცე.

ერთ საძინებლიანი

ჩვენ გთავაზობთ ერთ ოთახიან ბინებს, რომლებიც შედგება ცალკე საძინებლისგან, მისაღებისგან, სამზარეულოსა და აბაზანისგან. მოცემული ბინები გთავაზობთ რამდენიმე უპირატესობას და შესაფერისია სხვადასხვა ტიპის მაცხოვრებლებისთვის.

ორ საძინებლიანი

ორ-საძინებლიანი ბინები უზრუნველყოფენ მეტ სივრცესა და მოქნილობას სტუდიოს ან ერთოთახიან აპარტამენტებთან შედარებით. შესაფერისია სხვადასხვა მაცხოვრებლებისთვის, მათ შორის ოჯახებისთვის, წყვილებისთვის და იმ პირებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ დამატებითი სივრცე.

პენტჰაუსი

ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა სიდიდის პენტჰაუსებს, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი საცურაო აუზები. პენტჰაუსები მდებარეობს საცხოვრებელი შენობის ბოლო სართულზე. პენტჰაუსები ცნობილია თავისი ექსკლუზიურობით, საოცარი ხედებითა და პრემიუმ მახასიათებლებით.

ინფრასტრუქტურა

ინფრასტრუქტურა

VR HOLDING-ის ახალი პროექტი, ერთ სივრცეში გააერთიანებს საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილ, სპორტის ახალ უნივერსიტეტს და აღნიშნულ უნიკალურ ტერიტორიასთან თავსებად მულტიფუნქციურ, ინოვაციურ, საცხოვრებელ და კომერციულ კომპლექსს.

პროექტის განვითარება სამ ეტაპს მოიცავს:
პირველი ეტაპი: სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილი თანამედროვე სტანდარტების, 1 800 სტუდენტზე გათვლილი სპორტის უნივერსიტეტის შენობის აშენებას გულისხმობს, რომელშიც მოეწყობა თანამედროვე აუდიტორიები, სამბოს დარბაზი, სპორტული დარბაზები და მოედნები. VR HOLDING-ის მიზანია ყველა სტუდენტს შეუქმნას სრულფასოვანი განათლების მიღებისათვის სასიამოვნო და პროდუქტიული გარემო.

მეორე ეტაპი: არსებული გზებისა და ინფრასტრუქტურის განახლება, გაჯანსაღებას მოიცავს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გზების გაფართოება, სარეკრეაციო და მოსასვენებელი სივრცეებისა და სკვერების გაშენება, დამატებითი საპარკინგე ადგილების მოწყობა, რომლითაც პროექტის მაცხოვრებლები ისარგებლებენ.

მესამე ეტაპი: ტერიტორიისთვის თავსებადი, მრავალფუნქციური, ინოვაციური, თანამედროვე არქიტექტურისა და გამორჩეული დიზაინის დეველოპერული პროექტის VR VAKE SKYVIEW-ის მშენებლობას გულისხმობს, რომელიც დამატებით ღირებულებას შესძენს ქვეყანას.

ჩაბარების პირობები: ბინები ბარდება უმაღლესი ხარისხის რემონტით
დასრულების ვადა: 2027 დეკემბერი

გადახდის პირობები

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენს მაცხოვრებლებს, სწორედ ამიტომ, გადახდის ბოლოს შესაძლებლობას ვაძლევთ მათ, რომ დაიტოვონ თანხის 10% და მოცემული 10% გადაიხადონ მშენებლობის დასრულების შემდეგ. დამატებითი კომფორტისთვის, მაცხოვრებლებს შეუძლიათ გადაიხადონ როგორც ყოველთვიურად ისე კვარტალურად. VR Holding ასევე გთავაზობთ ბანკის იპოთეკურ სესხს. ჩვენ გვაქვს დიდხნიანი ურთიერთობა საქართველოში არსებულ ბანკებთან, რაც მომხმარებელს უმარტივებს იპოთეკური სესხით სარგებლობას ჩვენს პროექტებში ქონების შეძენისას.

0%
შიდა განვადება
0%
პირველადი შენატანი
0%
მშენებლობის დასრულებამდე
0%
ფასდაკლება ერთიანი გადახდის შემთხვევაში
0%
შიდა განვადება
0%
პირველადი შენატანი
0%
მშენებლობის დასრულებამდე
0%
ფასდაკლება ერთიანად გადახდის შემთხვევაში

სერვისები