ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერი გამოირჩევა ბაცი, სადა და თბილი ტონებით. დიზაინის მინიმალისტური გადაწყვეტა იდეალურად შეესაბამება არქიტექტურისა და ადგილობრივი ლანდშაფტის ესთეტიკას.

0
სართული
0წ.
დასრულების ვადა
0მ.
თბილისის უმაღლესი შენობა
0
სართული
0წ.
დასრულების ვადა
0მ.
თბილისის უმაღლესი შენობა

პროექტის შესახებ:

VR Holding აგრძელებს ინოვაციური პროექტების დაგეგმარებასა და მშენებლობას. კომპანიამ დაიწყო ახალი პრემიუმ კლასის, თანამედროვე გეგმარების მქონე პროექტის VR Vake Sky Tower-ის მშენებლობა, რომელიც ვაკეში, ჭავჭავაძის 49-ში, კერძოდ ყოფილი სპორტის უნივერსიტეტის ადგილას, განთავსდება. VR Vake Sky Tower არის 230 მეტრიანი, თბილისში ყველაზე მაღალი შენობა. ეს არის ის ინოვაციური პროექტი, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, გარდა ამისა, ჩვენ შევქმენით ისეთი პროექტი, რომელიც უახლეს სტანდარტებს ნერგავს ქალაქის ცენტრში. კომპანიის მიზანია VR Vake Sky Tower იქცეს თბილისელებისა და ქალაქის სტუმრების მიზიდულობის ეპიცენტრად, შექმნას ათეულობით სამუშაო ადგილი, მოიზიდოს უცხოურ ინვესტიციები და შექმნას მნიშვნელოვანი ფინანსური კონტრიბუცია ქვეყნის ეკონომიკაში. მიგვაჩნია, რომ პროექტს უდიდესი პოზიტიური ზეგავლენა ექნება დედაქალაქში ახალი სტანდარტის დამკვიდრებისა და საცხოვრებელი დონის გაუმჯობესების კუთხით.

VR VAKE SKY TOWER-ის პროექტი არსებული გზებისა და ინფრასტრუქტურის განახლება-გაჯანსაღებას მოიცავს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გზების გაფართოება, სარეკრეაციო და მოსასვენებელი სივრცეებისა და სკვერების გაშენება, დამატებითი საპარკინგე ადგილების მოწყობა, რომლითაც სარგებლობას მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებიც შეძლებენ. აღსანიშნია, რომ მულტიფუნქციური კომპლექსის ბოლო სართულზე ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საცურაო აუზი განთავსდება. ამასთან, შენობის სახურავზე ვერტმფრენის ასაფრენი მოედანი მოეწყობა. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ვაკეს დამატებით ღირებულებას შესძენს.

სწორედ ამ პროექტში განთავსდება VR VAKE SKY TOWER Apartments-ის 5-ვარსკვლავიანი აპარტამენტები, რომლებიც გრძელვადიან გაქირავებაზე იქნება გათვლილი და მათ მფლობელებს კომპლექსის ყველა უპირატესობით სარგებლობა შეეძლებათ.

ცათამბჯენში მოეწყობა VR VAKE SKY TOWER Apartments-ის 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი აპარტამენტები:

  • სტუდიო ტიპის აპარტამენტები
  • 1-საძინებლიანი აპარტამენტები
  • 2-საძინებლიანი აპარტამენტები
  • 3-საძინებლიანი აპარტამენტები
  • 4-საძინებლიანი აპარტამენტები

საინვესტიციო ინფორმაცია

საინვესტიციო ინფორმაცია

0%
წლიური უკუგება (ROI)
0
წლიანი გამოცდილება
0ჰა
პროექტის მოცულობა
0%
წლიური უკუგება
0
წლიანი გამოცდილება
0ჰა
პროექტის მოცულობა

VR VAKE SKY TOWER Apartments ვაკეში:

VR VAKE SKY TOWER-ის ბრენდული აპარტამენტები VR Vake Sky Tower-ში განთავსდება.
VR VAKE SKY TOWER Apartments გთავაზობთ ხანგრძლივი დარჩენისთვის მაღალი დონის აპარტამენტებს, რომლებშიც თავს ისე იგრძნობთ, როგორც სახლში.

VR VAKE SKY TOWER Apartments არის ბრენდი, რომელიც გთავაზობთ უნიკალურ საცხოვრებელ აპარტამენტებს. მოცემული აპარტამენტები აერთიანებს საცხოვრებელ სახლებს, სასტუმროს მომსახურებასთან და კეთილმოწყობასთან ერთად, რაც უქმნის მაცხოვრებლებს კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს. VR VAKE SKY TOWER Apartments გვთავაზობენ აპარტამენტების მრავალფეროვან ვარიანტს, ერთი საძინებლიდან რამდენიმე საძინებლამდე, რომელიც ჩვენს მაცხოვრებლებს დახვდება სრულად აღჭურვილი რემონტით.

VR VAKE SKY TOWER Apartments-ის მაცხოვრებლებს შეუძლიათ მოითხოვონ ისეთი სერვისები, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება სასტუმროებში, როგორიცაა სახლის დასუფთავება, 24-საათიანი დაცვა და ტექნიკური მომსახურება. ეს სერვისები უზრუნველყოფს კომფორტული გარემოს შექმნას პროექტის მაცხოვრებლებისთვის.

VR VAKE SKY TOWER Apartments ხშირად გააჩნიათ სხვადასხვა სახის კეთილმოწყობა, როგორიცაა ფიტნეს ცენტრები, საცურაო აუზები, ბიზნეს ცენტრები და სხვადასხვა სახის რესტორნები. ეს კეთილმოწყობა შექმნილია მაცხოვრებლების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად პროექტიდან გაუსვლელად. VR Vake Sky Tower- ის პროექტიც მოიცავს არაერთ ინფრასტრუქტურას, რომლის მოხმარებასაც შესძლებენ პროექტის მაცხოვრებლები.

VR VAKE SKY TOWER Apartments განლაგებულია მთავარ ურბანულ ადგილებში, რაც უზრუნველყოფს მარტივ წვდომას ბიზნეს უბნებთან, სატრანსპორტო ცენტრებთან და გასართობ სივრცეებთან. ეს სტრატეგიული პოზიციონირება განსაკუთრებით სასარგებლოა საქმიანი მაცხოვრებლებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ქალაქის

ირგვლივ მარტივად გადაადგილება.

აპარტამენტების სახეობები

აპარტამენტების სახეობები

თქვენ აღმოაჩენთ სხვადასხვა სახის აპარტამენტებს ჩვენს პროექტებში, რომლებიც დაპროექტებულია თქვენი, როგორც მომხარებლების, სურვილების გათვალისწინებით. ჩვენ გთავაზობთ ყველა სახის აპარტამენტებს სტუდიო ტიპის აპარტამენტებიდან დაწყებული, პენტჰაუსებით დამთავრებული. ჩვენ ვზრუნავთ თქვენს კომფორტზე, სწორედ ამიტომ თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ და აირჩიოთ სასურველი საცხოვრებელი სივრცე ჩვენს პროექტებში.

სტუდიო

სტუდიო ტიპის აპარტამენტები შედგება ერთი ღია სივრცისგან, რაც აერთიანებს საცხოვრებელ ზონას, საძინებელსა და სამზარეულოს ერთ ოთახში, ცალკე აბაზანასთან ერთად. მსგავსი ტიპის საცხოვრებელი კარგია სტუდენტებისთვის ან ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც არ სჭირდებათ დამატებითი სივრცე.

ერთ-საძინებლიანი

ჩვენ გთავაზობთ ერთ-საძინებლიან ბინებს, რომლებიც შედგება ცალკე საძინებლისგან, მისაღებისგან, სამზარეულოსა და აბაზანისგან. მოცემული ბინები გთავაზობთ რამდენიმე უპირატესობას და შესაფერისია სხვადასხვა ტიპის მაცხოვრებლებისთვის.

ორ-საძინებლიანი

ორ-საძინებლიანი ბინები უზრუნველყოფენ მეტ სივრცესა და მოქნილობას სტუდიოს ან ერთ-საძინებლიან აპარტამენტებთან შედარებით. შესაფერისია სხვადასხვა მაცხოვრებლებისთვის, მათ შორის ოჯახებისთვის, წყვილებისთვის და იმ პირებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ დამატებითი სივრცე.

სამ-საძინებლიანი

სამ-საძინებლიანი ბინები უზრუნველყოფენ მეტ სივრცესა და მოქნილობას სტუდიოს ან ერთ-საძინებლიან აპარტამენტებთან შედარებით. შესაფერისია სხვადასხვა მაცხოვრებლებისთვის, მათ შორის ოჯახებისთვის, წყვილებისთვის და იმ პირებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ დამატებითი სივრცე.

ინფრასტრუქტურა

ინფრასტრუქტურა

საერთო სამუშაო სივრცეები

აქ დაგხვდებათ კომფორტული, მულტიფუნქციური სივრცე, ინდივიდუალური სამუშაო მაგიდები, კერძო ოფისები, საკონფერენციო და შეხვედრის დარბაზები. განტვირთვისთვის, შეგიძლიათ ესტუმროთ კაფე-ბარს.

A კლასის ბიზნეს ცენტრი

პროექტში გათვალისწინებულია როგორც საოფისე, ასევე, კომერციული ფართები. ბიზნესცენტრი საქმიანი ადამიანების ცხოვრების სტილსა და კომფორტზე იქნება მორგებული. ცენტრში გათვალისწინებული იქნება საპარკინგე სივრცეები, ფიტნეს-დარბაზი, დაგეგმილია გარე პერიმეტრის გამწვანება და საკვები ობიექტების განვითარება. ბიზნესცენტრი დააკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს.

თანამედროვე დიზაინის ლობი

პროექტში თქვენ დაგხვდებათ გამორჩეული დიზაინის მქონე ლობი, რომლის ჭერის სიმაღლე 10 მეტრი იქნება.

ფიტნეს დარბაზები

პროექტში გათვალისწინებულია უახლესი თაობის ტრენაჟორებით აღჭურვილი ფიტნეს დარბაზები, რომლით სარგებლობაც მაცხოვრებლებს უსასყიდლოდ შეეძლებათ.

ინფინიტი აუზი ქალაქის ხედებით

შენობის ბოლო სართულზე განთავსდება ინფინიტი აუზი, საიდანაც გადაიშლება პანორამული ხედები ქალაქზე. აღნიშნული, რეგიონში ყველაზე მაღალ ნიშნულზე- 230 მეტრზე არსებული აუზი იქნება.

ღია და დახურული კაფე-რესტორნები

პროექტში დაგხვდებათ ღია, დახურული და სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული სამზარეულოს რესტორნები.

სავაჭრო ცენტრი

პროექტში განთავსებული იქნება უმაღლესი კლასის სავაჭრო ცენტრი, ჰიპერმარკეტი, ბანკები, აფთიაქი, სპორტული მაღაზია, ბრენდული მაღაზიები.

5-ვარსკვლავიანი აპარტამენტები

VR Vake Sky Tower-ს  განსაკუთრებულ უნიკალურობას მისი 5-ვარსკვავიანი აპარტამენტები სძენს, რომელიც სრულიად განსხვავებული ესთეტიკით,  ფუნქციონალურობითა და უმაღლესი ხარისხის კომფორტით გამოირჩევა.

დახურული აუზი

პროექტში გათვალისწინებულია 15-მდე საცურაო აუზი, როგორც ღია, ასევე დახურული. ინფრასტრუქტურით სარგებლობას შეძლებენ მხოლოდ VR Vake Sky Tower-ის მაცხოვრებლები. ასევე, შენობის ბოლო სართულზე განთავსდება ინფინიტი აუზი, საიდანაც გადაიშლება პანორამული ხედები ქალაქზე. აღნიშნული, რეგიონში ყველაზე მაღალ  ნიშნულზე- 230 მეტრზე არსებული აუზი იქნება.

სპა ცენტრი

განტვირთვისთვის განკუთვნილ პროცედურებს განსაკუთრებულ გარემოში სულ სხვა ხიბლი აქვს, მით უმეტეს, თუ იგი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაშიც გვეხმარება. სპა და ველნეს ცენტრები სამედიცინო მიმართულებითაც იფუნქციონირებს, სადაც მომსახურებას გამოცდილი სამედიცინო პერსონალი გაგიწევთ.

რეკრეაციული სივრცეები

პროექტი მოიცავს ველო და საფეხმავლო ბილიკებს, რაც ურბანული ინფრასტრუქტურის აუცილებელი კომპონენტია. ის დიდ როლს თამაშობს ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედისტთა უსაფრთხოებისაში, აქტიური ტრანსპორტის წახალისებაში, მოძრაობის გადატვირთულობის შემცირებაში და საერთო ურბანული საცხოვრებლის ხელშეწყობაში.

სხვადასხვა კომერციული სივრცეები

პროექტში დაგხვდებათ სხვადასხვა კომერციული სივრცე: ბრენდული მაღაზიები, აფთიაქები, საოფისე ფართები, მაღაზიები და ა.შ.

მიწისქვეშა პარკინგი

პროექტში დაგხვდებათ მიწისქვეშა ინოვაციური პარკირების სისტემა, რომელიც აღჭურვილი იქნება ელექტრო დამტენებით.

ბრენდირებული აპარტ-სასტუმროები

სასტუმრო კომპლექსს მართავს საერთაშორისო ბრენდი, რომელიც მომხმარებელს აწვდის სასტუმრო სტანდარტის მომსახურებას, მათ შორის გაქირავების სერვისს.

VR HOLDING-ის ახალი პროექტი, ერთ სივრცეში გააერთიანებს საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილ, სპორტის ახალ უნივერსიტეტს და აღნიშნულ უნიკალურ ტერიტორიასთან თავსებად მულტიფუნქციურ, ინოვაციურ, საცხოვრებელ და კომერციულ კომპლექსს.

პროექტის განვითარება სამ ეტაპს მოიცავს:
პირველი ეტაპი: სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილი თანამედროვე სტანდარტების, 1 800 სტუდენტზე გათვლილი სპორტის უნივერსიტეტის შენობის აშენებას გულისხმობს, რომელშიც მოეწყობა თანამედროვე აუდიტორიები, სამბოს დარბაზი, სპორტული დარბაზები და მოედნები. VR HOLDING-ის მიზანია ყველა სტუდენტს შეუქმნას სრულფასოვანი განათლების მიღებისათვის სასიამოვნო და პროდუქტიული გარემო.

მეორე ეტაპი: არსებული გზებისა და ინფრასტრუქტურის განახლება, გაჯანსაღებას მოიცავს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გზების გაფართოება, სარეკრეაციო და მოსასვენებელი სივრცეებისა და სკვერების გაშენება, დამატებითი საპარკინგე ადგილების მოწყობა, რომლითაც პროექტის მაცხოვრებლები ისარგებლებენ.

მესამე ეტაპი: ტერიტორიისთვის თავსებადი, მრავალფუნქციური, ინოვაციური, თანამედროვე არქიტექტურისა და გამორჩეული დიზაინის დეველოპერული პროექტის VR VAKE SKY TOWER-ის მშენებლობას გულისხმობს, რომელიც დამატებით ღირებულებას შესძენს ქვეყანას.

ჩაბარების პირობები: ბინები ბარდება უმაღლესი ხარისხის რემონტით

გადახდის პირობები

გადახდის პირობები

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენს მაცხოვრებლებს, სწორედ ამიტომ, გადახდის ბოლოს შესაძლებლობას ვაძლევთ მათ, რომ დაიტოვონ თანხის 10% და მოცემული 10% გადაიხადონ მშენებლობის დასრულების შემდეგ. დამატებითი კომფორტისთვის, მაცხოვრებლებს შეუძლიათ გადაიხადონ როგორც ყოველთვიურად ისე კვარტლურად. VR Holding ასევე გთავაზობთ ბანკის იპოთეკურ სესხს. ჩვენ გვაქვს დიდხნიანი ურთიერთობა საქართველოში არსებულ ბანკებთან, რაც მომხმარებელს უმარტივებს იპოთეკური სესხით სარგებლობას ჩვენს პროექტებში ქონების შეძენისას.

0%
შიდა განვადება
0%
პირველადი შენატანი
0%
მშენებლობის დასრულებამდე
0%
ფასდაკლება ერთიანი გადახდის შემთხვევაში
0%
შიდა განვადება
0%
პირველადი შენატანი
0%
მშენებლობის დასრულებამდე
0%
ფასდაკლება ერთიანად გადახდის შემთხვევაში

სერვისები

სერვისები

გაქირავება

24 საათიანი დაცვა

გამწვანების სერვისი

პარკინგი

კონსიერჟი

ტექნიკური უზრუნველყოფა

სრული სარემონტო მომსახურება

კარზე მომსახურების სერვისი

სამრეცხაო სერვისი

ტრანსპორტირება

ვალეტ პარკინგი

სურსათის კარზე მიწოდების სერვისი

დასუფთავება