VR Holding-ის ახალი პროექტი VR Shekvetili Forest〜Beach | By Paragraph:

VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph დანიშნულების ახალი ადგილია შავიზღვისპირეთში, რომელიც ოთხივე სეზონის აქტიური ცხოვრებისთვისაა გათვლილი. პროექტი პარაგრაფის მომიჯნავედ 40 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენდება. ბუნების 4 მაცოცხლებელი ენერგიის და მსოფლიოს უახლესი არქიტექტურის სინთეზი რეგიონში მიზიდულობის ახალ ეპიცენტრს გააჩენს და დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

ინოვაციური და მრავალფუნქციური პროექტისთვის ლოკაცია გამორჩეული ბუნებრივი მახასიათებლების გამო შეირჩა: გამაჯანსაღებელი მაგნიტური ქვიშა, ნოტიო სუბტროპიკული და იონიზირებული ჰავა; მრავალწლოვანი ბიჭვინთის ფიჭვნარი და სამკურნალო თვისებებით გამორჩეული მაგნიტური სანაპირო და ზღვის სუფთა წყალი მომავალი მობინადრეების ჯანმრთელობაზე სასიკეთო გავლენას მოახდენს.

ჩვენი პროექტის მახლობლად მდებარეობს:
• პარაგრაფი რესორტ & სპა
• ბლექ სი არენა
• მინიატურების პარკი
• დენდროლოგიური პარკი
• ციცინათელას პარკი
• მუსიკოსთა პარკი

საინვესტიციო ინფორმაცია

0%
წლიური უკუგება (ROI)
0
წლიანი გამოცდილება
0ჰა
პროექტის მოცულობა
0%
წლიური უკუგება
0
წლიანი გამოცდილება
0ჰა
პროექტის მოცულობა

VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph:

პროექტი მოიცავს სხვადასხვა ტიპის საცხოვრებლებს, ლიმიტირებული ოდენობის პრემიუმ ხარისხის ვილებს, 5-ვარსკვლავიან საცხოვრებლებსა და სასტუმროს, ინოვაციურ აუზს, სპასა და ველნეს ცენტრს, ავთენტურ და სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ რესტორნებს, ღია და დახურულ სპორტულ მოედნებს, გასართობ და რეკრეაციულ სივრცეებს.

5-ვარსკვლავიანი ბრენდული აპარტამენტები შეკვეთილში:

შავი ზღვის სანაპიროს საუკეთესო ადგილას, შეკვეთილში, მოეწყობა Paragraph-ის 5-ვარსკვლავიანი აპარტამენტები.

ჩვენ გვთავაზობთ უამრავ მომსახურებასა და კეთილმოწყობას, რომლებიც მთლიანად ერგება და აკმაყოფილებს სტუმრების სურვილებს.

ჩვენს პროექტში დაგხვდებათ კეთილმოწყობილი სასტუმრო ოთახები და ლუქსი მაღალი ხარისხის ავეჯითა და უნიკალური დიზაინის ელემენტებით, რომლებიც ასახავს ადგილობრივ კულტურასა და გარემოს. VR Holding-ის საცხოვრებელი სასტუმროები ცნობილია თავისი გამორჩეული დიზაინითა და არქიტექტურით.

პროექტში გათვალისწინებულ Paragraph-ის 5-ვარსკვლავიან სასტუმროს ექნება ადგილზე რესტორნები და ბარები, რომლებიც გვთავაზობენ სასადილოების მრავალფეროვან ვარიანტს,
რაც კომფორტულს ხდის სტუმრებისთვის, რომ ისარგებლონ მსგავსი სერვისებით პროექტიდან გაუსვლელად.

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სპა სერვისებით, ფიტნეს ცენტრებითა და გამაჯანსაღებელი პროგრამებით, რათა შესძლონ ტერიოტირიაზე დასვენება.

VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph-ის სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ კონსიერჟის მომსახურებით. კონსიერჟს შეუძლია დაეხმაროს სტუმრებს სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტაში, როგორიცაა რესტორნების დაჯავშნა, ტრანსპორტის მოწყობა, ადგილობრივი რეკომენდაციების მიწოდება და აქტივობებისა თუ გასვლითი ტურების ორგანიზება.

სასტუმროს ექნება ღონისძიებების სივრცეები და შეხვედრების ოთახები, რომლებიც შესაფერისია კონფერენციებისთვის, ქორწილებისა და სხვა განსაკუთრებული შეხვედრებისთვის.

ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ პერსონალიზებული გამოცდილება, ასე რომ სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა სახის შეთავაზებებით, რომელსაც სთავაზობს პროექტი, მოცემული შეთავაზებები უქმნის კომფორტულ გარემოს სტუმრებს, რადგან მთლიანად არის მორგებული მათ მოთხოვნებსა და სურვილებზე.

Disclaimer: აღნიშნული პროექტი არ არის დაკავშირებული Marriott International Inc. და მასთან ასოცირებულ კომპანიებთან.

აპარტამენტების სახეობები

აპარტამენტების სახეობები

თქვენ აღმოაჩენთ სხვადასხვა სახის აპარტამენტებს ჩვენს პროექტებში, რომლებიც დაპროექტებულია თქვენი, როგორც მომხარებლების, სურვილების გათვალისწინებით. ჩვენ გთავაზობთ ყველა სახის აპარტამენტებს სტუდიო ტიპის აპარტამენტებიდან დაწყებული, პენტჰაუსებით დამთავრებული. ჩვენ ვზრუნავთ თქვენს კომფორტზე, სწორედ ამიტომ თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ და აირჩიოთ სასურველი საცხოვრებელი სივრცე ჩვენს პროექტებში.

სტუდიო

სტუდიო ტიპის აპარტამენტები შედგება ერთი ღია სივრცისგან, რაც აერთიანებს საცხოვრებელ ზონას, საძინებელსა და სამზარეულოს ერთ ოთახში, ცალკე აბაზანასთან ერთად. მსგავსი ტიპის საცხოვრებელი კარგია სტუდენტებისთვის ან ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც არ სჭირდებათ დამატებითი სივრცე.

ერთ-საძინებლიანი

ჩვენ გთავაზობთ ერთ-საძინებლიან ბინებს, რომლებიც შედგება ცალკე საძინებლისგან, მისაღებისგან, სამზარეულოსა და აბაზანისგან. მოცემული ბინები გთავაზობთ რამდენიმე უპირატესობას და შესაფერისია სხვადასხვა ტიპის მაცხოვრებლებისთვის.

ორ-საძინებლიანი

ორ-საძინებლიანი ბინები უზრუნველყოფენ მეტ სივრცესა და მოქნილობას სტუდიოს ან ერთ-საძინებლიან აპარტამენტებთან შედარებით. შესაფერისია სხვადასხვა მაცხოვრებლებისთვის, მათ შორის ოჯახებისთვის, წყვილებისთვის და იმ პირებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ დამატებითი სივრცე.

პენტჰაუსი

ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა სიდიდის პენტჰაუსებს, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი საცურაო აუზები. პენტჰაუსები მდებარეობს საცხოვრებელი შენობის ბოლო სართულზე. პენტჰაუსები ცნობილია თავისი ექსკლუზიურობით, საოცარი ხედებითა და პრემიუმ მახასიათებლებით.

ინფრასტრუქტურა

ინფრასტრუქტურა

VR Holding გთავაზობთ 2 ტიპის ვილას:

Forest~Beach ვილა:
ორ-სართულიანი ვილა მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროს პირველ მონაკვეთზე. მიწის ფართი 2256 კვადრატული მეტრიდან 2333 კვადრატულ მეტრამდეა, ხოლო ვილის ფართი 545 კვ.მ, საიდანაც საცხოვრებელი ფართია 320 კვ.მ, საზაფხულო ფართი 225 კვ.მ. ვილას აქვს ინდივიდუალური აუზი სანაპირო ზოლთან.
სულ გაყიდვაშია 6 ვილა.

VIP ვილა:
ვილა მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროს მეორე მონაკვეთზე. მიწის ფართი იწყება 811 კვ.მ-დან და იზრდება 815 კვ.მ-მდე. ვილის საერთო ფართია 446 კვ.მ, საიდანაც 275 კვ.მ. საცხოვრებელი ფართია, ხოლო 171 კვ.მ. საზაფხულო ფართი.
სულ გაყიდვაშია 5 ვილა.

ღირებულებაში შედის:

  • მიწის ნაკვეთი
  • ვილის მშენებლობა რემონტით
  • კომუნიკაციები
  • დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა

ჩაბარების პირობები: ბინები ბარდება უმაღლესი ხარისხის რემონტით, რომელიც მოიცავს ავეჯსა და ტექნიკას
პროექტის დასრულების ვადა: 2026 წლის აგვისტო

გადახდის პირობები

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენს მაცხოვრებლებს, სწორედ ამიტომ, გადახდის ბოლოს შესაძლებლობას ვაძლევთ მათ, რომ დაიტოვონ თანხის 10% და მოცემული 10% გადაიხადონ მშენებლობის დასრულების შემდეგ. დამატებითი კომფორტისთვის, მაცხოვრებლებს შეუძლიათ გადაიხადონ როგორც ყოველთვიურად ისე კვარტლურად. VR Holding ასევე გთავაზობთ ბანკის იპოთეკურ სესხს. ჩვენ გვაქვს დიდხნიანი ურთიერთობა საქართველოში არსებულ ბანკებთან, რაც მომხმარებელს უმარტივებს იპოთეკური სესხით სარგებლობას ჩვენს პროექტებში ქონების შეძენისას.

0%
შიდა განვადება
0%
პირველადი შენატანი
0%
მშენებლობის დასრულებამდე
0%
ფასდაკლება ერთიანი გადახდის შემთხვევაში
0%
შიდა განვადება
0%
პირველადი შენატანი
0%
მშენებლობის დასრულებამდე
0%
ფასდაკლება ერთიანად გადახდის შემთხვევაში

სერვისები