პროექტის შესახებ:

VR Holding აგრძელებს თანამედროვე უბნის, “კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ განვითარებას. ჩვენ ვაშენებთ პრემიუმ კლასის, თანამედროვე გეგმარების მქონე საცხოვრებელ უბანს გრიგოლ ვოლსკის ქუჩაზე. “კრწანისი რესორტ რეზიდენსი” – პირველი რესორტული ტიპის დასახლებაა დიპლომატიურ უბანში.  სუფთა ჰაერი, სიმშვიდე და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია.

“კრწანისი რესორტ რეზიდენსი” გაშენებულია 20 ჰექტარ მიწის ფართობზე თბილისის ისტორიულ და პრესტიჟულ ნაწილში, კრწანისში. “კრწანისი რესორტ რეზიდენსი” თავისუფლების მოედნიდან მხოლოდ 6 კილომეტრში, ხოლო აეროპორტიდან 17 კილომეტრში მდებარეობს და ტერიტორიიდან იშლება ულამაზესი პანორამული ხედები ქალაქზე.

ახალი უბნის კონცეფციაზე და დაპროექტებაზე მთლიანად ჩვენმა მაღალკვალიფიციურმა საპროექტო ჯგუფმა იმუშავა. პროექტი გამოირჩევა განსხვავებული ლანდშაფტის დიზაინით და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით. ტერიტორია საცხოვრებელ ზონასთან ერთად მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ, სარეკრეაციო და გასართობ ინფრასტრუქტურას. ჩვენი ინოვაციური პროექტი ნერგავს ახალ სტანდარტებს, რომლებიც აუმჯობესებენ მაცხოვრებლების ცხოვრების ხარისხს.

პროექტის 70% რეკრეაციული ზონისგან შედგება, რომელიც მოიცავს საცურაო აუზებს, ფიტნეს დარბაზებს, საჯინიბოს, მინი გოლფის მოედნებს, ჩოგბურთის მოედნებს, პადელის ჩოგბურთის მოედანს, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებს. პროექტი ასევე მოიცავს საგანმანათლებლო სივრცესა და კომერციული დანიშნულების შენობას, რომელშიც განთავსებული იქნება დიდი მოცულობის ჰიპერმარკეტი, კაფეები, სალონები, მაღაზიები, სამუშაო სივრცეები, დახურული საცურაო აუზი და ფიტნესცენტრი.

ჩვენი დევიზია “ისუნთქე, იცხოვრე, დაისვენე”, რის საფუძველზეც გთავაზობთ კომფორტს, უსაფრთხოებას, უმაღლეს ხარისხსა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს.

საინვესტიციო ინფორმაცია

$0
საინვესტიციო ღირებულება
0%
წლიური უკუგება (ROI)
0
წლიანი გამოცდილება
$0
კვადრატულის საწყისი ფასი
0ჰა
რეკრეაციული სივრცე

“კრწანისი რესორტ რეზიდენსში” შეხვდებით რამდენიმე სახის საცხოვრებელს:

  • აპარტამენტებს საკუთარი ეზოთი
  • სტანდარტულ აპარტამენტებს
  • პენტჰაუსებს საკუთარი აუზით
  • თაუნჰაუსებს
  • როიალ თაუნჰაუსს
  • ვილებს

მშენებლობის სტანდარტი:

“კრწანისი რესორტ რეზიდენსში” გამოყენებულია საუკეთესო სამშენებლო და დეკორაციული მასალები. ბლოკები ჩამოსხმულია მონოლითური ტიპის სტრუქტურით, გამოყენებულია ენერგო ეფექტური მასალები, ფასადი მოპირკეთებულია ვენტილირებადი ტრავერტინის ქვით, გამოყენებულია შუკოს სლაიდური ტიპის კარ-ფანჯარა, დამონტაჟებულია ოტისის პანორამული ლიფტები.

რეკრეაციული ზონები:

შენობებს შორის არის 25-50 მეტრი დისტანცია და საცხოვრებლების ირგვლივ მოწყობილია სხვადასხვა სახის მცენარეების რეკრეაციული ზონები. რეკრეაციულ ზონებში თქვენ შეხვდებით უნიკალური ჯიშის მცენარეებს, მათ შორის 500-წლოვან ზეთისხილის ხეებს. ჩვენ ვუქმნით მაცხოვრებელებს ისეთ გარემოს, სადაც ისინი შესძლებენ ერთიან გარემოში სრულფასოვან დასვენებას და ცხოვრებას.

აპარტამენტების სახეობები

აპარტამენტების სახეობები

თქვენ აღმოაჩენთ სხვადასხვა სახის აპარტამენტებს ჩვენს პროექტებში, რომლებიც დაპროექტებულია თქვენი, როგორც მომხარებლების, სურვილების გათვალისწინებით. ჩვენ გთავაზობთ ყველა სახის აპარტამენტებს სტუდიო ტიპის აპარტამენტებიდან დაწყებული, პენტჰაუსებით დამთავრებული. ჩვენ ვზრუნავთ თქვენს კომფორტზე, სწორედ ამიტომ თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ და აირჩიოთ სასურველი საცხოვრებელი სივრცე ჩვენს პროექტებში.

სტუდიო

სტუდიო ტიპის აპარტამენტები შედგება ერთი ღია სივრცისგან, რაც აერთიანებს საცხოვრებელ ზონას, საძინებელსა და სამზარეულოს ერთ ოთახში, ცალკე აბაზანასთან ერთად. მსგავსი ტიპის საცხოვრებელი კარგია სტუდენტებისთვის ან ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც არ სჭირდებათ დამატებითი სივრცე.

ერთ საძინებლიანი

ჩვენ გთავაზობთ ერთ ოთახიან ბინებს, რომლებიც შედგება ცალკე საძინებლისგან, მისაღებისგან, სამზარეულოსა და აბაზანისგან. მოცემული ბინები გთავაზობთ რამდენიმე უპირატესობას და შესაფერისია სხვადასხვა ტიპის მაცხოვრებლებისთვის.

ორ საძინებლიანი

ორ-საძინებლიანი ბინები უზრუნველყოფენ მეტ სივრცესა და მოქნილობას სტუდიოს ან ერთოთახიან აპარტამენტებთან შედარებით. შესაფერისია სხვადასხვა მაცხოვრებლებისთვის, მათ შორის ოჯახებისთვის, წყვილებისთვის და იმ პირებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ დამატებითი სივრცე.

პენტჰაუსი

ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა სიდიდის პენტჰაუსებს, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი საცურაო აუზები. პენტჰაუსები მდებარეობს საცხოვრებელი შენობის ბოლო სართულზე. პენტჰაუსები ცნობილია თავისი ექსკლუზიურობით, საოცარი ხედებითა და პრემიუმ მახასიათებლებით.

ინფრასტრუქტურა

ინფრასტრუქტურა

ჩაბარების პირობა:

ბინები ბარდება მწვანე კარკასული მდგომარეობით. სურვილისამებრ, ინდივიდუალურად, ჩვენ ასევე გთავაზობთ დასრულებულ და უმაღლესი ხარისხის რემონტს, სადაც დაგხვდებათ სრულად მოწყობილი აბაზანა, ჩაშენებული სამზარეულო გაზქურით, გამწოვითა და ჭურჭლის სარეცხი მანქანით, ცენტრალური გათბობის სისტემა გათბობის ქვაბითა და რადიატორებით.

“კრწანისი რესორტ რეზიდენსი” 6 ფაზისგან შედგება, საიდანაც სამი ფაზა უკვე დასრულებულია და გრძელდება დარჩენილი ფაზების მშენებლობა. ამ ეტაპზე შეთავაზებაშია მეოთხე და მეხუთე ფაზის ბლოკები.

დასრულების ვადები:

10-11-12-13 ბლოკები: 2024 წლის მარტი
14-15-16-17 ბლოკები: 2024 წლის ივნისი
18-19-20-21 ბლოკები: 2024 სექტემბერი
22-23-24-25 ბლოკები: 2024 დეკემბერი

გადახდის პირობები

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენს მაცხოვრებლებს, სწორედ ამიტომ, გადახდის ბოლოს შესაძლებლობას ვაძლევთ მათ, რომ დაიტოვონ თანხის 10% და მოცემული 10% გადაიხადონ მშენებლობის დასრულების შემდეგ. დამატებითი კომფორტისთვის, მაცხოვრებლებს შეუძლიათ გადაიხადონ როგორც ყოველთვიურად ისე კვარტალურად. VR Holding ასევე გთავაზობთ ბანკის იპოთეკურ სესხს. ჩვენ გვაქვს დიდხნიანი ურთიერთობა საქართველოში არსებულ ბანკებთან, რაც მომხმარებელს უმარტივებს იპოთეკური სესხით სარგებლობას ჩვენს პროექტებში ქონების შეძენისას.

0%
შიდა განვადება
0%
პირველადი შენატანი
0%
მშენებლობის დასრულებამდე
0%
ფასდაკლება ერთიანი გადახდის შემთხვევაში
0%
შიდა განვადება
0%
პირველადი შენატანი
0%
მშენებლობის დასრულებამდე
0%
ფასდაკლება ერთიანად გადახდის შემთხვევაში

სერვისები