Villa Residence-სა და Eurofasad-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, იგი ჩვენი მიმდინარე პროექტის, მეოთხე ფაზის კორპუსების გარე ფასადის მოპირკეთებაში მიიღებს მონაწილეობას. ეუროფასადი არის ერთ-ერთი წამყვანი ქართული კომპანია, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ქართულ ბაზარზე
და ოპერირებს რამდენიმე ქვეყანაში. ისინი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ენერგოეფექტური, უმაღლესი ხარისხის მასალების გამოყენებით ქმნიან საუკეთესო პროდუქტს.
ეუროფასადი ასევე ავსტრიულ კომპანია „FunderMax“-თან თანამშრომლობს, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია ვენტილირებადი ფასადების წარმოებაში. კომპანია „FunderMax“-ის უპირატესობა მაღალი ხარისხის მასალების წარმოებაა, ISO სერთიფიკატების სრული დაცვით და ეკოლოგიის ნორმების გათვალისწინებით.