Schüco International KG-სა და Villa Residence-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელსაც 2021 წლის 29 ოქტომბერს ხელი მოეწერა გერმანიაში  Schüco-ს სათაო ოფისში კომპანიის ვიცე პრეზიდენტ Dr. Jorg Westphal-სა და ვილა რეზიდენსის დამფუძნებელ ნოშიკო ნამორაძის მიერ.

ხელშეკრულების ფარგლებში “კრწანისი რესორტ რეზიდენსის”  პროექტში ფასადებზე დამონტაჟდება  მსოფლიოში საუკეთესო გერმანული ბრენდის Schüco-ს ალუმინის სლაიდ ვიტრაჟები და კარ-ფანჯრები.

კომპანია Schüco არის გერმანული  მაღალი ხარისხის ალუმინის ფანჯრების, კარების და ფასადის სისტემების ერთ-ერთი წამყვანი მომწოდებელი. მილიონობით Schüco-ს პროდუქტი გამოიყენება მთელ მსოფლიოში და აკმაყოფილებს დიზაინის, კომფორტის, უსაფრთხოებისა და ენერგოეფექტურობის უმაღლეს მოთხოვნებს