ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერი გამოირჩევა ბაცი, სადა და თბილი ტონებით. დიზაინის მინიმალისტური გადაწყვეტა იდეალურად შეესაბამება არქიტექტურისა და ადგილობრივი ლანდშაფტის ესთეტიკას.

VR Holding-ის ახალი პროექტი VR Shekvetili Forest〜Beach:

VR Shekvetili Forest~Beach დანიშნულების ახალი ადგილია შავიზღვისპირეთში, რომელიც ოთხივე სეზონის აქტიური ცხოვრებისთვისაა გათვლილი. პროექტი შეკვეთილში, სასტუმრო Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection-ის მეზობლად, 40 ჰექტარ მიწის ფართობზე შენდება. კომპლექსი მოიცავს 1,200-მეტრიან ატმოსფეროთი დაცულ სანაპიროს, ბულვარს, ველო და საფეხმავლო ბილიკებს, რაც მაცხოვრებლებსა და სტუმრებს კომფორტულსა, მრავალფეროვან გარემოს სთავაზობს.

ბუნების 4 მაცოცხლებელი ენერგიის და მსოფლიოს უახლესი არქიტექტურის სინთეზი რეგიონში მიზიდულობის ახალ ეპიცენტრს გააჩენს და დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

ტერიტორიიდან გაუსვლელად, პროექტი გთავაზობთ უპრეცედენტო ინფრასტრუქტურას, რომელიც თანამედროვე ცხოვრების ყველა მოთხოვნასა და საჭიროებას აკმაყოფილებს.

საღამოს კომპლექსი აივსება განსაკუთრებული ატმოსფეროთი — მობინადრეებისთვის რეგულარულად გაიმართება ღონისძიებები და გასართობი აქტივობები, რაც სივრცეს სოციალურ ცენტრად აქცევს.

პროექტის ფარგლებში სრულად შენარჩუნდება ფიჭვნარი, რათა დაცული იყოს ბუნებრივი ლანდშაფტი და ეკოსისტემა. გადაადგილება ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ ეკომეგობრული ტრანსპორტით. პროექტის მშენებლობისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბალნეოლოგიური მიმართულების განვითარებას, რაც პროექტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონის როგორც ტურისტული, ისე სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პოტენციალის გაძლიერებაში.

საინვესტიციო ინფორმაცია

საინვესტიციო ინფორმაცია

0%
წლიური უკუგება (ROI)
0
წლიანი გამოცდილება
0ჰა
პროექტის მოცულობა
0%
წლიური უკუგება (ROI)
0
წლიანი გამოცდილება
0ჰა
პროექტის მოცულობა

VR Shekvetili Forest~Beach: 

პროექტის პირველ ფაზაში დაგხვდებათ 600 საცხოვრებელი და საინვესტიციო აპარტამენტი, ლიმიტირებული რაოდენობის პრემიუმ ხარისხის ვილები, რომლებიც გამოირჩევა არქიტექტურითა და დახვეწილი ინტერიერით. თანაც, თითოეული დეტალი გათვლილია ყოველდღიურ კომფორტსა და მაღალ ხარისხზე.

პროექტი უკვე გთავაზობთ საინვესტიციო და საცხოვრებელ ბლოკებს — A, B1, B2 და C1 ბლოკებს.

A ბლოკიპრემიუმ კომფორტი და მზა საინვესტიციო პროდუქტი:

A ბლოკი განკუთვნილია მათთვის, ვინც ეძებს მაქსიმალურ კომფორტსა და მზად არის ინვესტიციისგან მიიღოს სარგებელი.

უნიკალური დიზაინის ლობი, თანამედროვე კაფე-რესტორნები და დახვეწილი შიდა ინფრასტრუქტურა, რომელიც ბუნებასთან ჰარმონიაშია.

აპარტამენტები ბარდება გარემონტებული, სრულად აღჭურვილი ავეჯითა და ტექნიკით – მზად საცხოვრებლად, დასასვენებლად ან გასაქირავებლად.

B1, B2 და C1 ბლოკებიხელმისაწვდომი შესაძლებლობა შავი ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში:

იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს ხელმისაწვდომ, მაგრამ განსაკუთრებულ შესაძლებლობას — აპარტამენტები სანაპიროს პირველ ზოლში  სულ რაღაც 50 მეტრში.

მფლობელები ისარგებლებენ A ბლოკის სრული ინფრასტრუქტურული კომპონენტებით. აპარტამენტები ბარდება როგორც მწვანე კარკასით, ასევე სურვილის შემთხვევაში – სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით.

მშვიდი გარემო, ბუნების სიმწვანე და პანორამული ზღვის ხედები — ეს ყველაფერი  B1, B2 და C1 ბლოკების მაცხოვრებლებისთვის ყოველდღიური რეალობაა.

VR Shekvetili Forest~Beach – ადგილი, სადაც ბუნების სილამაზე და თანამედროვე ინფრასტრუქტურა იდეალურად ერწყმის ერთმანეთს

რესორტიდან გაუსვლელად, პროექტი გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურას, რომელიც თანამედროვე ცხოვრების ყველა მოთხოვნასა და საჭიროებას აკმაყოფილებს.

პროექტი გთავაზობთ რესტორნისა და ბარის მრავალფეროვან არჩევანს,
რაც სტუმრებს მეტ თავისუფლებას ანიჭებს გასტრონომიული კუთხით. დამატებით, VR Shekvetili Forest~Beach-ში შეგიძლიათ, კულინარიული მრავალფეროვნებაც აღმოაჩინოთ — ავთენტური და საერთაშორისო რესტორნები, რაც ყველა გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს.

სპორტის მოყვარულებისთვის კი განთავსებულია პადელის, ქვიშის ფრენბურთისა და ჩოგბურთის მოედნები, თანამედროვე ფიტნეს დარბაზები. ასევე, დაგხვდებათ სილამაზის ცენტრები, საბავშვო ზონები, ბიზნეს ლაუნჯი და საკონფერენციო სივრცეები.

დასვენება კი შესაძლებელი იქნება პრემიუმ კლასის სპასა და ველნეს სივრცეებში. ღია და დახურული აუზები თუ კონდიცირებადი სივრცეები დამატებით კომფორტს შეუქმნის პროექტის მაცხოვრებლებს.

VR Shekvetili Forest~Beach სტუმრებს ასევე სთავაზობს კონსიერჟის მომსახურებას. კონსიერჟს შეუძლია დაეხმაროს სტუმრებს სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტაში, როგორებიცაა რესტორნების დაჯავშნა, ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, ადგილობრივი რეკომენდაციების მიწოდება და აქტივობებისა თუ გასვლითი ტურების ორგანიზება.

გახდით ინვესტორი VR Shekvetili Forest~Beach-ში — ადგილი, სადაც ტყე და ზღვა ერთიანდება.

Ibiza-ს ლეგენდა ახლა უკვე საქართველოში

პროექტ VR Shekvetili Forest~Beach-ის ფარგლებში, საქართველოში პირველად, მოეწყობა Café del Mar-ის სახელობის საერთაშორისო სტანდარტის მქონე Beach Club, რომელიც აერთიანებს მუსიკას, ესთეტიკასა და სანაპირო დასვენების სრულიად ახალ კულტურას.

პროექტის მდებარეობა

პროექტის მდებარეობა

შეკვეთილი, შავი ზღვა, საქართველო. გლობალური მისამართი და დინამიური დანიშნულების ადგილი.

ინოვაციური და მრავალფუნქციური პროექტისთვის ლოკაცია გამორჩეული ბუნებრივი მახასიათებლების გამო შეირჩა, რომელიც ექსპერტთა აზრით, იდეალური ადგილია მრავალი სახის ფლორისა და ფაუნასთვის:  გამაჯანსაღებელი მაგნიტური ქვიშა, ნოტიო სუბტროპიკული და იონიზირებული ჰავა, მრავალწლოვანი ბიჭვინთის ფიჭვნარი, სამკურნალო თვისებებით გამორჩეული მაგნიტური სანაპირო და ზღვის სუფთა წყალი მომავალი მობინადრეების ჯანმრთელობაზე სასიკეთო გავლენას მოახდენს.

დასვენება სასურველი იქნება მათთვის, ვისაც აწუხებს სახსრები და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.

კურორტი შეკვეთილი განსაკუთრებულად კარგია ბავშვებისთვისაც: ზღვაში შესასვლელი დახრილია და არ არის ღრმა, არ არის დიდი ტალღები და ძლიერი ქარი, ასევე სანაპიროზე შესაძლებელია ბევრი ნიჟარის პოვნა – თამაშისთვის. სანაპიროს გასწვრივ არის ფიჭვნარი, რაც ჰაერზე სასიკეთოდ მოქმედებს.

პროექტის სტრატეგიული მდებარეობა საშუალებას გაძლევთ მარტივად დაუკავშირდეთ შავი ზღვის მთავარ კურორტებს — ავტომობილით სულ რაღაც 35 წუთში აღმოჩნდებით ბათუმში.

ჩვენ პროექტთან ახლოს მდებარეობს:

  • Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection – 100 მ

  • Black Sea Arena – 1.8 კმ

  • დენდროლოგიური პარკი – 2.8 კმ

  • გასართობი პარკი ციცინათელა – 5 კმ

  • მუსიკალური პარკი – 1.7 კმ

  • მინიატურების პარკი – 5.6 კმ

  • ქობულეთის ცენტრი – 13.3 კმ

  • ბათუმის ცენტრი – 34 კმ

  • ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი – 54 კმ

  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი – 77 კმ

აპარტამენტების სახეობები

აპარტამენტების სახეობები

თქვენ აღმოაჩენთ სხვადასხვა სახის აპარტამენტებს ჩვენს პროექტებში, რომლებიც დაპროექტებულია თქვენი, როგორც მომხარებლების, სურვილების გათვალისწინებით. ჩვენ გთავაზობთ ყველა სახის აპარტამენტებს სტუდიო ტიპის აპარტამენტებიდან დაწყებული, პენტჰაუსებით დამთავრებული. ჩვენ ვზრუნავთ თქვენს კომფორტზე, სწორედ ამიტომ თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ და აირჩიოთ სასურველი საცხოვრებელი სივრცე ჩვენს პროექტებში.

სტუდიო

სტუდიო ტიპის აპარტამენტები შედგება ერთი ღია სივრცისგან, რაც აერთიანებს საცხოვრებელ ზონას, საძინებელსა და სამზარეულოს ერთ ოთახში, ცალკე აბაზანასთან ერთად. მსგავსი ტიპის საცხოვრებელი კარგია სტუდენტებისთვის ან ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც არ სჭირდებათ დამატებითი სივრცე.

ერთ-საძინებლიანი

ჩვენ გთავაზობთ ერთ-საძინებლიან ბინებს, რომლებიც შედგება ცალკე საძინებლისგან, მისაღებისგან, სამზარეულოსა და აბაზანისგან. მოცემული ბინები გთავაზობთ რამდენიმე უპირატესობას და შესაფერისია სხვადასხვა ტიპის მაცხოვრებლებისთვის.

ორ-საძინებლიანი

ორ-საძინებლიანი ბინები უზრუნველყოფენ მეტ სივრცესა და მოქნილობას სტუდიოს ან ერთ-საძინებლიან აპარტამენტებთან შედარებით. შესაფერისია სხვადასხვა მაცხოვრებლებისთვის, მათ შორის ოჯახებისთვის, წყვილებისთვის და იმ პირებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ დამატებითი სივრცე.

პენტჰაუსი

ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა სიდიდის პენტჰაუსებს, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი საცურაო აუზები. პენტჰაუსები მდებარეობს საცხოვრებელი შენობის ბოლო სართულზე. პენტჰაუსები ცნობილია თავისი ექსკლუზიურობით, საოცარი ხედებითა და პრემიუმ მახასიათებლებით.

ინფრასტრუქტურა

ინფრასტრუქტურა

სპორტული მოედნები და დარბაზები

VR Shekvetili Forest~Beach-ის შიდა ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის, ქვიშის ფრენბურთისა და პადელის ჩოგბურთის მოედნები

სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული რესტორნები

VR Shekvetili Forest~Beach-ში შეგხვდებათ 1,000 მეტრზე  მოწყობილი ღია და დახურული რესტორნები, მათ შორის, ბოლო სართულებზე- სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული სამზარეულოს რესტორნები

სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი

განტვირთვისთვის განკუთვნილ პროცედურებს განსაკუთრებულ გარემოში სულ სხვა ხიბლი აქვს, მით უმეტეს, თუ იგი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაშიც გვეხმარება. სპა და ველნეს ცენტრები სამედიცინო მიმართულებითაც იფუნქციონირებს, სადაც მომსახურებას გამოცდილი სამედიცინო პერსონალი გაგიწევთ

რეკრეაციული სივრცეები

ჩვენთვის, ეკოლოგიას, უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. შესაბამისად, ჩვენი ყველა პროექტის კონცეფცია მოიცავს 70% რეკრეაციულ და გასართობ ტერიტორიებს, რომლებიც ეწყობა მშენებლობის დაწყებამდე

კონდიცირებადი მოსასვენებელი სივრცეები

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სარეკრეაციო, კონდიცირებადი მოსასვენებელი სივრცეებისა და სკვერების გაშენება

ღია და დახურული აუზები

პროექტებში გათვალისწინებულია საცურაო აუზები, როგორც ღია, ასევე დახურული ინფრასტრუქტურით

Café del Mar VR Signature Beach Club

პროექტ VR Shekvetili Forest~Beach-ის ფარგლებში, საქართველოში პირველად, მოეწყობა Café del Mar-ის სახელობის საერთაშორისო სტანდარტის მქონე Beach Club, რომელიც აერთიანებს მუსიკას, ესთეტიკასა და სანაპირო დასვენების სრულიად ახალ კულტურას

მულტიფუნქციური შენობა

ჩვენს პროექტებში შეხვდებით მრავალფუნქციურ შენობებს, რომლებიც შექმნილია და აშენებულია მრავალი გამოყენების ან დანიშნულების განსათავსებლად ერთი ობიექტის ფარგლებში. ეს შენობები აერთიანებს სხვადასხვა ფუნქციებს, როგორიცაა საცხოვრებელი, კომერციული, საოფისე, საცალო, რეკრეაციული და კულტურული, ერთ შეკრულ სტრუქტურაში

ბიზნეს ლაუნჯი

განტვირთვისთვის შეგიძლიათ, კაფე-ბარს ესტუმროთ, სადაც ახალი კავშირების გაჩენის შესაძლებლობა გექნებათ

საკონფერენციო სივრცე

პროექტში განთავსებულია სავაჭრო ცენტრები, რომლებიც მოიცავს როგორც კომერციულ ფართებს, ასევე, სხვადასხვა სახის სასურსათო თუ ბრენდირებულ მაღაზიებსა და საკონფერენფიო დარბაზებს

პარკინგი

პროექტში დაგხვდებათ მიწისქვეშა ინოვაციური პარკირების სისტემა, რომელიც აღჭურვილი იქნება ელექტრო დამტენებით

ბავშვთა გასართობი სივრცე

პროექტის ფარგლებში მოეწყობა ბავშვთა გასართობი სივრცეები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი განვითარების პროცესს და ოჯახური აქტივობების გაძლიერებას

1,200-მეტრიანი სანაპირო ზოლი საკუთარი ბულვარით

საქართველოში პირველად, პროექტში დაგხვდებათ სანაპიროზე განთავსებული ინოვაციური პავილიონები, 80-მეტრიანი ინფინიტი აუზით, სადაც გაიმართება ღონისძიებები და გასართობი აქტივობები

ბარი საცურაო აუზთან

საცურაო აუზები აღჭურვილვილია თანამედროვე ტენდენციებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისად. მაცხოვრებლებისთვის კომფორტის შექმნის მიზნით, აუზებში დაგხვდებათ ბარები

ველო და საფეხმავლო ბილიკი

პროექტი მოიცავს ველო და საფეხმავლო ბილიკებს, რაც ურბანული ინფრასტრუქტურის აუცილებელი კომპონენტია. ის  დიდ როლს თამაშობს ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედისტთა უსაფრთხოებისაში, აქტიური ტრანსპორტის წახალისებაში, მოძრაობის გადატვირთულობის შემცირებაში და საერთო ურბანული საცხოვრებლის ხელშეწყობაში

იახტ კლუბი

ჩვენი ჯგუფი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა კვლევით ორგანიზაციებთან, რათა მოვაწყოთ   რეგიონში პირველი იახტ კლუბი. აღნიშნულს, არამხოლოდ გასართობი და განსატვირთი, არამედ, გადაადგილების ფუნქციაც ექნება

კლუბები და ბარები

კომპლექსში გათვალისწინებულია კლუბები და ბარები, სადაც სტუმრობისას დროს სასიამოვნოდ გაატარებთ წლის ნებისმიერ პერიოდში

გადახდის პირობები

გადახდის პირობები

ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი პროექტები მაღალი ხარისხის მიუხედავად მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი მომხმარებლისთვის. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ თქვენზე მორგებულ გადახდის პირობებს. დამატებითი კომფორტისთვის, მაცხოვრებლებს შეუძლიათ გადაიხადონ როგორც ყოველთვიურად, ისე კვარტლურად.

0%
პირველადი შენატანი
0%
მშენებლობის დასრულებამდე (გადახდის პირობა მოქმედებს შერჩეულ აპარტამენტებზე)
0
წლიანი შიდა განვადება (მოქმედებს ყველა აპარტამენტზე)

ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი პროექტები მაღალი ხარისხის მიუხედავად მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი მომხმარებლისთვის. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ თქვენზე მორგებულ გადახდის პირობებს. დამატებითი კომფორტისთვის, მაცხოვრებლებს შეუძლიათ გადაიხადონ როგორც ყოველთვიურად, ისე კვარტლურად.

0%
პირველადი შენატანი
0%
მშენებლობის დასრულებამდე (გადახდის პირობა მოქმედებს შერჩეულ აპარტამენტებზე)
0
წლიანი შიდა განვადება (მოქმედებს ყველა აპარტამენტზე)

სერვისები

სერვისები

გაქირავება

24-საათიანი დაცვა

გამწვანების სერვისი

პარკინგი

კონსიერჟი

ტექნიკური უზრუნველყოფა

სრული სარემონტო მომსახურება

კარზე მომსახურების სერვისი

სამრეცხაო სერვისი

ტრანსპორტირება

ვალეტ პარკინგი

სურსათის კარზე მიწოდების სერვისი

დასუფთავება