
პროექტი მოიცავს სპასა და გამაჯანსაღებელ ცენტრს, სადაც წარმოდგენილია ფრანგული ბრენდის LPG-ის ინოვაციური აპარატი – The CELLU M6 INFINITY, რომლის ანალოგი საქართველოში არ არის. პროექტში გათვალისწინებული სპა იქნება სრულად აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, სადაც თქვენც შეძლებთ განიტვირთოთ და დაისვენოთ.

დასვენებისთვის იდეალური ადგილია ჩვენი შიდა აუზი, მშრალი და სველი საუნები, რომლებიც თქვენი ენერგიის აღდგენასა და წარმატებული დღის დაწყებას უზრუნველყოფენ.

პროექტში შეხვდებით Technogym-ის უახლესი ტრენაჟორებით აღჭურვილ ფიტნეს დარბაზს.
აქ დაგხვდებათ:
- კარდიო და ძალისმიერი სავარჯიშო ზონა
- თავისუფალი წონები და ტრენაჟორები
- სპეციალური სტუდია იოგასა და ველნეს სესიებისთვის
- თქვენზე მორგებული გრაფიკი — დარბაზები ხელმისაწვდომია დღის ნებისმიერ მონაკვეთში
ასევე, მოცემულ სართულზე დაგხვდებათ გაყიდვების ოფისი, რომელიც მაცხოვრებლებსა და სტუმრებს მოემსახურება. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს, რომ დროულად მიიღოთ ყველა საჭირო ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი საკითხების შესახებ.

VR Krtsanisi Resort Residence-ის სარესტორნო სივრცეში, ბოლო სართულზე განთავსდება რესტორანი „მარანი“, რომელშიც სტუმრებს დახვდება მყუდრო, გემოვნებით მოწყობილი გარემო და უგემრიელესი ქართული სამზარეულო.