VR Townhouse Apartments „კრწანისი რესორტ რეზიდენსში“:

VR Holding აგრძელებს თანამედროვე უბნის, „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ განვითარებას და წარმოგიდგენთ თანამედროვე გეგმარების მქონე, არასტანდარტულ VR Townhouse Apartments. ახალი კონცეფციის უბანი მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურითა და გამორჩეული ლანდშაფტის დიზაინით, ერთიანი ხედვით დაიგეგმა.

VR Townhouse Apartments მდებარეობს „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ მესამე ფაზის ტერიტორიაზე, საიდანაც პანორამული ხედი იშლება ქალაქზე.

VR Townhouse-ის სიახლოვეს განლაგებულია რეკრეაციული ზონები და ბავშვთა გასართობი სივრცეები, რომლებიც იდეალურ გარემოს ქმნის განტვირთვისთვის. პროექტის ტერიტორიაზე განლაგებულია საცურაო აუზები, სავარჯიშო დარბაზები, საჯინიბოები, ბოულინგ ცენტრები, სპორტული მოედნები, პადელი, ამფითეატრი და მრავალი სხვა ინფრასტრუქტურა.

პროექტში მცხოვრები ადამიანების სიმშვიდე და უსაფრთხოება უზრუნველყოფილია სამეთვალყურეო კამერებით, დისტანციური ბარიერითა და დაცვის 24-საათიანი მომსახურებით.
კომპლექსს ჰყავს მენეჯერი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში დაგეხმარებათ სხვადასხვა საკითხების მოგვარებაში, მათ შორის ტექნიკური საკითხების გადაწყვეტაში.
საერთო მოხმარების ფართების სისუფთავესა და ნარგავების მოვლაზე ყოველდღიურად ზრუნავს კვალიფიციური პერსონალი.

საინვესტიციო ინფორმაცია

საინვესტიციო ინფორმაცია

0%
წლიური უკუგება (ROI)
0
წლიანი გამოცდილება
0ჰა
რეკრეაციული სივრცე
0%
წლიური უკუგება (ROI)
0
წლიანი გამოცდილება
0ჰა
რეკრეაციული სივრცე

VR Townhouse Apartments – საინვესტიციო აპარტამენტები:

VR Townhouse Apartments არის მწკრივად აშენებული 4-სართულიანი შენობები.

VR Townhouse Apartments-ი წარმოადგენს საინვესტიციო პროდუქტს, რომლის შეძენითაც მაცხოვრებლებს შეუძლიათ თან იცხოვრონ, და თან გაქირავებული აპარტამენტიდან მიიღონ სტაბილური შემოსავალი, რომლითაც გადაიხდიან ქონების ღირებულებას.
მმართველი კომპანია VR Signature გაქირავების გამარტივებულ შესაძლებლობას მისცემს აპარტამენტების მფლობელებს.

VR Townhouse Apartments გამოირჩევა ისეთივე მშენებლობის ხარისხით, როგორც სხვა ჩვენი პროექტები. მაგალითად, აპარტამენტების მფლობელები პროექტში შეხვდებიან Schuco-ს ბრენდის ალუმინის კარ-ფანჯარას, რომელიც დამზადებულია პრემიუმ ხარისხის მატერიალებისგან და არის უმაღლესი ხარისხის, ასევე პროექტში გათვალისწინებულია KONE-ს ლიფტები.

ინფრასტრუქტურა

ინფრასტრუქტურა

სკოლა და საბავშვო ბაღი

პროექტში გათვალისწინებულია თანამედროვე სკოლა და ბაღი, რაც დამატებით კომფორტს ქმნის მშობლებისთვის

ღვინის სადეგუსტაციო სივრცე და მარანი

“VR კრწანისი რესორტ რეზიდენსში” დაგხვდებათ სპეციალურად შექმნილი ღვინის სადეგუსტაციო სივრცე, სადაც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ქართველი მეღვინეების საუკეთესო ნამუშევრები, დააგემოვნოთ უნიკალური არომატები და გაეცნოთ ღვინის კულტურას

მულტიფუნქციური შენობა

ჩვენს პროექტებში შეხვდებით მულტიფუნქციურ შენობას, რომელიც მოიცავს: საცხოვრებელ, კომერციულ, საოფისე, საცალო, რეკრეაციულ და კულტურულ სივრცეებს

ამფითეატრი

ამფითეატრი წარმოადგენს ღია სივრცეს, რომელიც სპეციალურად შექმნილია მრავალფეროვანი საჯარო ღონისძიებებისთვის. აქ იმართება თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები, სპორტული შეჯიბრებები, ლექციები, ცერემონიები და სხვადასხვა ტიპის გასართობი თუ კულტურული ღონისძიებები

ველო და საფეხმავლო ბილიკები

პროექტი მოიცავს ველო და საფეხმავლო ბილიკებს, რომლებიც ურბანული ინფრასტრუქტურის აუცილებელი კომპონენტია. აღნიშნული სივრცეები ხელს უწყობს მაცხოვრებლების უსაფრთხოებასა და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნას

საჯინიბო 

პროექტში მოწყობილია იპოდრომი, სადაც შეძლებთ ისიამოვნოთ ცხენით ჯირითით. ჩვენი პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი ზრუნავს ცხენების ჯანმრთელობასა და სპორტული ფორმის შენარჩუნებაზე

ბოულინგ კლუბი 

პროექტი მოიცავს ბოულინგ ცენტრს, სადაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ სპორტული აქტივობით და მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა საინტერესო ტურნირში

სპორტული მოედნები

შიდა ტერიტორიაზე განთავსებულია ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის, ქვიშის ფრენბურთისა და პადელის ჩოგბურთის მოედნები

70% რეკრეაციული ტერიტორია

VR Krtsanisi Resort Residence გაშენებულია 20 ჰექტარ მიწის ფართობზე თბილისის ისტორიულ და პრესტიჟულ ნაწილში, კრწანისში, რომლის 70% რეკრეაციული ზონისგან შედგება. აქ თქვენ დაგხვდებათ უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემო

ფიტნეს დარბაზები

პროექტში გათვალისწინებულია Technogym-ის უახლესი ტრენაჟორებით აღჭურვილი ფიტნეს დარბაზები

საბავშვო მოედნები

პროექტში გათვალისწინებულია საბავშვო მოედნები, რომლებიც განკუთვნილია იმისთვის, რომ ბავშვებმა უსაფრთხოდ გაატარონ დრო და განავითარონ სოციალური უნარები

მინი გოლფის მოედანი

პროექტის შიდა ტერიტორიაზე გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ გოლფის ელექტრო მანქანებით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნებას. გარდა ამისა, პროექტში განთავსებული იქნება გოლფის მინი მოედანი, რაც გართობის ერთი-ერთი საუკეთესო საშუალებაა

45 მეტრიანი აუზი ქვიშის სანაპიროთი და ზღვის ტალღების იმიტაციით 

პროექტში გათვალისწინებულია 45 მეტრიანი ქვიშის აუზი ზღვის ტალღების იმიტაციით

პადელის კორტი

“VR კრწანისი რესორტ რეზიდენსში” დაგხვდებათ პადელის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორტი, სადაც განტვირთვა და ჯანსაღი ცხოვრების წესი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს

კაფე-რესტორანი

“VR კრწანისი რესორტ რეზიდენსის” სარესტორნო სივრცეში განთავსდება “მარანის” რესტორანი

შიდა და გარე პარკინგი

თითოეულ ბლოკთან განთავსებულია შიდა და გარე საპარკინგე სივრცეები და ელექტრო მანქანის სატენები

სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი

პროექტი მოიცავს სპა და გამაჯანსაღებელ ცენტრს, სადაც წარმოდგენილია ფრანგული ბრენდის LPG-ის ინოვაციური აპარატი – The CELLU M6 INFINITY, რომლის ანალოგი საქართველოში არ არის

დახურული აუზი

პროექტი მოიცავს დახურულ აუზს

ჩაბარებისა და გადახდის პირობები:

VR Townhouse Apartments-ის მშენებლობა დაწყებულია და დასრულდება 2026 წლის თებერვალში.

VR Townhouse Apartments ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობით. სურვილისამებრ, ინდივიდუალურად, ჩვენ ასევე გთავაზობთ დასრულებულ და უმაღლესი ხარისხის რემონტს.

ჩვენ დამატებით გთავაზობთ გადახდის მოქნილ სქემას – ინდივიდუალური პირობებით.

გადახდის პირობები

გადახდის პირობები

ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი პროექტები მაღალი ხარისხის მიუხედავად მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი მომხმარებლისთვის. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ თქვენზე მორგებულ გადახდის პირობებს. დამატებითი კომფორტისთვის, მაცხოვრებლებს შეუძლიათ გადაიხადონ როგორც ყოველთვიურად, ისე კვარტლურად.

0%
პირველადი შენატანი (დარჩენილი 85% მშენებლობის დასრულებამდე)
0
წლიანი შიდა განვადება
0%
ფასდაკლება ერთიანი გადახდის შემთხვევაში
0
მშენებლობის დასრულების წელი

ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი პროექტები მაღალი ხარისხის მიუხედავად მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი მომხმარებლისთვის. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ თქვენზე მორგებულ გადახდის პირობებს. დამატებითი კომფორტისთვის, მაცხოვრებლებს შეუძლიათ გადაიხადონ როგორც ყოველთვიურად, ისე კვარტლურად.

0%
პირველადი შენატანი (დარჩენილი 85% მშენებლობის დასრულებამდე)
0
წლიანი შიდა განვადება
0%
ფასდაკლება ერთიანად გადახდის შემთხვევაში
0
მშენებლობის დასრულების წელი

სერვისები

სერვისები

გაქირავება

24 საათიანი დაცვა

გამწვანების სერვისი

პარკინგი

კონსიერჟი

ტექნიკური უზრუნველყოფა

სრული სარემონტო მომსახურება

კარზე მომსახურების სერვისი

სამრეცხაო სერვისი

ტრანსპორტირება

ვალეტ პარკინგი

სურსათის კარზე მიწოდების სერვისი

დასუფთავება