
იცხოვრე ენერგიულად VR Krtsanisi Resort Residence-ში!
VR Krtsanisi Resort Residence-ის ერთ-ერთ განსაკუთრებულ მახასიათებელს მრავალფეროვანი სპორტული ინფრასტრუქტურა წარმოადგენს.
ჩვენი პრემიუმ კლასის აპარტამენტები გთავაზობთ არა მხოლოდ მაღალი დონის საცხოვრებელ პირობებს, არამედ აქტიურ ცხოვრების სტილს.
VR Krtsanisi Resort Residence-ის შიდა ტერიტორიაზე განთავსებულია: ჩოგბურთის, ფეხბურთის, კალათბურთის, ქვიშის ფრენბურთისა და პადელის ჩოგბურთის მოედნები, რაც იდეალურია, როგორც სპორტის მოყვარულთათვის, ასევე ოჯახებისთვის, ვინც მიყვება აქტიურ ცხოვრების სტილს
მრავალფუნქციური სპორტული მოედანი
ჩვენი მრავალფუნქციური სპორტული მოედანი აერთიანებს რამდენიმე სპორტის სახეობას ერთ სივრცეში, სადაც შექმნილია იდეალური პირობები, რათა თავი კომფორტულად იგრძნოთ და აქტიურად გაატაროთ დრო.
ფეხბურთის მოედანი
ფეხბურთი — უფრო მეტი, ვიდრე თამაში
VR Krtsanisi Resort Residence-ში დაგხვდებათ მოწესრიგებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედანი, რომელიც იდეალურია, როგორც ამხანაგური მატჩებისთვის, ასევე ყოველდღიური ვარჯიშისთვის.
კალათბურთის მოედანი
VR Krtsanisi Resort Residence-ში დაგხვდებათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კალათბურთის მოედანი.
კალათბურთი არაჩვეულებრივი საშუალებაა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, ფორმაში ყოფნისთვის და აქტიური ცხოვრების წესის დასაწყებად.
ქვიშის ფრენბურთი
VR Krtsanisi Resort Residence-ში ქვიშის ფრენბურთის მოედანი საშუალებას გაძლევთ დატკბეთ აქტიური დასვენებით და საინტერესოდ გაატაროთ დრო მეგობრებთან ერთად.
ჩოგბურთის კორტი
VR Krtsanisi Resort Residence-ში ჩოგბურთის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, ითამაშონ და განიტვირთონ ნიკოლოზ ბასილაშვილის სახელობის ჩოგბურთის კორტზე — სივრცე, რომელიც აერთიანებს სპორტულ სტანდარტებსა და ინსპირაციას.
პადელი
VR Krtsanisi Resort Residence-ის პადელის კორტი შექმნილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და განკუთვნილია, როგორც გამოცდილი, ისე დამწყები მოთამაშეებისთვის.