“ვილა რეზიდენს რესორტის” შესახებ:

გვინდა წარმოგიდგინოთ ექსკლუზიური საცხოვრებელი პროექტი თბილისში, კრწანისის ქუჩაზე: „ვილა რეზიდენს რესორტი“.
ზემოთ აღნიშნული კომპლექსი მდებარეობს თბილისის ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ადგილას, რომელსაც აქვს საუკეთესო ადგილმდებარეობა და კონცეფცია. ის აერთიანებს ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და ყველა სახის პრემიუმ მომსახურებას, რომელიც მნიშვნელოვანია კომფორტული ცხოვრებისთვის.

კომპლექსის მაცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ პროექტში არსებული ყველა სახის ინფრასტრუქტურითა და სერვისით. კომპლექსის მახასიათებლები:

  • შენობა შედგება 6 სართულისგან
  • განთავსებულია 27 აპარტამენტი
  • 0-სართული-მომსახურე პერსონალის ოთხი და ავტოფარეხი 18 ავტომანქანაზე
  • 1 – სართული – მიმღები,საკონფერენციაო ოთახი,ლობი შეხვედრებისთვის და ღია ტერასა
  • კონსიერჟის მომსახურება
  • 24 საათიანი დაცვა მთელ პერიმეტრზე
  • 2 საცურაო აუზი
  • საცურაო აუზი ეზოში 25/10 მ
  • პანორამული საცურაო აუზი სახურავზე ულამაზესი ხედებით 14/4 მ
  • ფიტნეს კლუბი
  • საჯინიბო
  • ტურები კვადროციკლებით
  • ჩოგბურთის, კალათბურთისა და ფეხბურთის სპორტული მოედნები
  • შენობას ემსახურება პანორამული ლიფტი “KONE”
  • ასევე კომპლექსის ტერიტორიაზეა 45 მეტრიანი აუზი ქვიშის სანაპიროთი და ზღვის ტალღებით.
  • ბოულინგი
  • კაფე „ოლივა“

“ვილა რეზიდენს რესორტი” ზრუნავს თქვენს კომფორტზე. სტუმრებს არ სჭირდებათ შორს გამგზავრება სასადილოების, გასართობებისა და აქტივობებისთვის, რაც აადვილებს დასვენებას ტრანსპორტირების უსიამოვნების გარეშე. მაცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ სხვადასხვა ტიპის ოთახებიდან დაწყებული, გასართობ აქტივობებამდე დამთავრებული შეთავაზებები, რომლებიც თავიდან ბოლომდე არის მათ სურვილებზე და მოთხოვნებზე მორგებული. ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მაცხოვრებლებს უმაღლესი დონის მომსახურებას, რომელიც ერგება მათ სურვილებს.

საინვესტიციო ინფორმაცია

0$
საინვესტიციო ღირებულება
0%
წლიური უკუგება (ROI)
0
წლიანი გამოცდილება
0
ბინების რაოდენობა
0ჰა
რეკრეაციული სივრცე
0$
საინვესტიციო ღირებულება
0%
წლიური უკუგება
0
წლიანი გამოცდილება
0$
კვადრატულის საწყისი ფასი
0ჰა
რეკრეაციული სივრცე

„ვილა რეზიდენს რესორტი“ კომპლექსი მდებარეობს:

  • თავისუფლების მოედნიდან 7 წუთის სავალზე
  • 10 წუთის სავალზე აეროპორტიდან
  • თბილისის ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა უბანში
  • საელჩოების უბანში

აღსანიშნავია რომ პროექტი მდებარეობს ისეთ ადგილას, სადაც ემიჯნება სხვადასხვა საელჩოები, სწორედ ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტი დიპლომატიურ უბანში მდებარეობს:

  • დიდი ბრიტანეთის საელჩო
  • იაპონიის საელჩო
  • შვეიცარიის საელჩო
  • საფრანგეთის საელჩო
  • ლიეტუვას საელჩო
  • ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში
  • არაბეთის გაერთიანებული საემიროების რეზიდენცია
  • საუდის არაბეთის რეზიდენცია
  • ყატარის რეზიდენცია

მშენებლობის სტანდარტი:

“ვილა რეზიდენს რესორტში” გამოყენებულია საუკეთესო სამშენებლო და დეკორატიული მასალები. ბლოკები ჩამოსხმულია მონოლითური ტიპის სტრუქტურით, გამოყენებულია ენერგო ეფექტური მასალები, ფასადი მოპირკეთებულია ვენტილირებადი ტრავერტინის ქვით, გამოყენებულია შუკოს სლაიდური ტიპის კარ-ფანჯარა, დამონტაჟებულია ოტისის პანორამული ლიფტები.

რეკრეაციული ზონები:

შენობებს შორის არის 25-50 მეტრი დისტანცია და საცხოვრებლების ირგვლივ მოწყობილია სხვადასხვა სახის მცენარეების რეკრეაციული ზონები. რეკრეაციულ ზონებში თქვენ შეხვდებით უნიკალური ჯიშის მცენარეებს, მათ შორის 500-წლოვან ზეთისხილის ხეებს. ჩვენ ვუქმნით მაცხოვრებლებს ისეთ გარემოს, სადაც ისინი შესძლებენ ერთიან გარემოში სრულფასოვან დასვენებასა და ცხოვრებას.

აპარტამენტების სახეობები

აპარტამენტების სახეობები

თქვენ აღმოაჩენთ სხვადასხვა სახის აპარტამენტებს ჩვენს პროექტებში, რომლებიც დაპროექტებულია თქვენი, როგორც მომხარებლების, სურვილების გათვალისწინებით. ჩვენ გთავაზობთ ყველა სახის აპარტამენტებს სტუდიო ტიპის აპარტამენტებიდან დაწყებული, პენტჰაუსებით დამთავრებული. ჩვენ ვზრუნავთ თქვენს კომფორტზე, სწორედ ამიტომ თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ და აირჩიოთ სასურველი საცხოვრებელი სივრცე ჩვენს პროექტებში.

სტუდიო

სტუდიო ტიპის აპარტამენტები შედგება ერთი ღია სივრცისგან, რაც აერთიანებს საცხოვრებელ ზონას, საძინებელსა და სამზარეულოს ერთ ოთახში, ცალკე აბაზანასთან ერთად. მსგავსი ტიპის საცხოვრებელი კარგია სტუდენტებისთვის ან ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც არ სჭირდებათ დამატებითი სივრცე.

ერთ საძინებლიანი

ჩვენ გთავაზობთ ერთ ოთახიან ბინებს, რომლებიც შედგება ცალკე საძინებლისგან, მისაღებისგან, სამზარეულოსა და აბაზანისგან. მოცემული ბინები გთავაზობთ რამდენიმე უპირატესობას და შესაფერისია სხვადასხვა ტიპის მაცხოვრებლებისთვის.

ორ საძინებლიანი

ორ-საძინებლიანი ბინები უზრუნველყოფენ მეტ სივრცესა და მოქნილობას სტუდიოს ან ერთოთახიან აპარტამენტებთან შედარებით. შესაფერისია სხვადასხვა მაცხოვრებლებისთვის, მათ შორის ოჯახებისთვის, წყვილებისთვის და იმ პირებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ დამატებითი სივრცე.

პენტჰაუსი

ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა სიდიდის პენტჰაუსებს, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი საცურაო აუზები. პენტჰაუსები მდებარეობს საცხოვრებელი შენობის ბოლო სართულზე. პენტჰაუსები ცნობილია თავისი ექსკლუზიურობით, საოცარი ხედებითა და პრემიუმ მახასიათებლებით.

ინფრასტრუქტურა

ინფრასტრუქტურა

ჩაბარების პირობა: ბინები უკვე დასრულებულია და სრულად მოწყობილი, გაკეთებულია უმაღლესი ხარისხის რემონტი.

დასრულების ვადა: 2018 წლის დეკემბერი

სერვისები