Ge Ru En


საახალწლო შეთავაზება ვილა რეზიდენსისგან „გადმოდი დღეს“ !

31 დეკემბრის ჩათვლით მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული საახალწლო შეთავაზება გვაქვს. სახელწოდებით

„გადმოდი დღეს“, რომლის ფარგლებშიც საშუალება გეძლევათ  შეიძინოთ ბინა მიმდინარე პროექტში და გადმოხვიდეთ

ჩვენთან საცხოვრებლად დღესვე.


თქვენი მხრიდან საჭიროა შეარჩიოთ სასურველი ბინა კრწანისი რესორტ რეზიდენსში, ჩვენგან კი მიიღებთ ახალი

ბინის გასაღებს, რესორტის კომპლექსის პროექტში, რომელშიც იცხოვრებთ 1 წლის მანძილზე, ანუ თქვენი ბინის დასრულებამდე.


მათ, ვინც ისარგებლებთ აღნიშნული შეთავაზებით, დაგჭირდებათ მხოლოდ პირადი ნივთები, რადგან ჩვენთან დაგხვდებათ

რემონტით, ავეჯით და საყოფაცხოვრებო ტექნიკით სრულად აღჭურვილი ბინა.


ტერიტორიაზე გვაქვს, რამდენიმე დასრულებული პროექტი, კომპლექსის 70% შეადგენს რეკრეაციულ ზონას,

რომელიც ბუნებრივ მიკროკლიმატს ქმნის. ჩვენთან შეხვდებით 2 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენებულ უნიკალური ჯიშის

ზეთისხილის და წიწვოვან პარკებს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, დაგხვდებათ სავარჯიშო დარბაზი, რამდენიმე
აუზი, საჯინიბო, მრავალი სახეობის სპორტული მოედნები და სხვა.


ახალი წლის პერიოდი ჯადოსნური დროა, ახალი წელი ახალ სახლში კი ნამდვილი დღესასწაული.


შეთავაზება გრძელდება 15 იანვრამდე, ასე რომ არ გამოტოვო შანსი,
გადმოხვიდე კრწანისი ვილა რეზიდენსში დღესვე!

 





ჩანიშნე ტური ვილა რეზიდენსში

ვილა რეზიდენსი ‘საქმიან დილაში’ შეთავაზების და სიახლეების შესახებ

დეტალურ ინფორმაციას შეთავაზების შესახებ, გაეცანით ვიდეოში

ვილა რეზიდენსი ‘იმედის დღეში’ შეთავაზების და სიახლეების შესახებ