“საირმე ვილა რეზიდენსის” შესახებ:

„საირმე ვილა რეზიდენსი“ მდებარეობს ქალაქის ცენტრში, წყნარ, შემაღლებულ ადგილზე. იგი გარშემორტყმულია კერძო საცხოვრებელი სახლებით, სადაც აგრეთვე ცხოვრობენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. დანიშნულების ადგილზე მისასვლელად სამი სხვადასხვა გზა არსებობს.

კომპლექსი შედგება ორი 5 სართულიანი ცალკე მდგომი შენობისაგან: ვილა 1 და 3 ექსკლუზიური აპარტამენტი საერთო საცურაო აუზით სახურავზე.

ვილებს აქვთ საუკეთესო ადგილმდებარეობა და ახლოს არიან ყველაფერთან:
• თავისუფლების მოედნიდან ავტომობილით 15 წუთის სავალ მანძილზე
• აეროპორტიდან 23 კმ-ში, ავტომობილით 30 წუთის სავალ მანძილზე
• თბილისის ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა უბანში
• საელჩოების უბანში (ავსტრიის, პოლონეთის, ყაზახეთის, ევროსაბჭოს)
• გოძიაშვილის ბაღი (ე.წ. წითელი ბაღი)
• ყოფილი იპოდრომი
• ლისის ტბა 7 კილომეტრში
• კუს ტბა 7 კილომეტრში

„საირმე ვილა რეზიდენსიდან” 1 კილომეტრის რადიუსში განლაგებულია მრავალპროფილური საავადმყოფოები თუ კლინიკები, კერძო და საჯარო სკოლები, საბავშვო ბაღები, რესტორნები, ბარები, სავაჭრო ცენტრები, ყინულის მოედანი, საფეხბურთო მოედნები, ჩოგბურთის კორტები და სპორტული საცურაო აუზები.

ხარისხი, რომელსაც უპირატესობას ვანიჭებთ:
• მშენებლობა განხორციელდა უმაღლესი ხარისხის ცემენტითა და არმატურით, რომელსაც გააჩნია ISO სერტიფიცირება.
• საძირკველი გაკეთებულია 60 სმ-იანი ქვა-ბეტონის მონოლითისგან, რომელიც ჩადის მთის შრემდე.
• რბილი კონსტრუქციები გათვლილია ორმაგ დატვირთვაზე.
• შენობა გათვლილია 8 ბალიან მიწისძვრაზე.
• კედლები ნაგებია ენერგოეფექტური ბლოკითა და სიცხის ამრეკლავი მასალისაგან.
• კონსტრუქციას გააჩნია ჰიდროიზოლაცია.
• შენობის ფასადი სრულად მოპირკეთებულია ბუნებრივი ტრავერტინით.
• ვიტრაჟის ტიპის ფანჯრები დამზადებულია იზო-ალუმინისგან და აღჭურვილია სრიალა მექანიზმებით.
• პირველი სართული, კიბეები და ყველა დერეფანი მოპირკეთებულია მარმარილოთი.
• ოთახებს გააჩნია დამოუკიდებელი სავენტილაციო სისტემა.
• შენობებს აქვს ინდივიდუალური ცენტრალური გათბობის სისტემა.
• მიწისქვედა სართულს აქვს იატაკქვეშა გათბობა.
• ელექტროგაყვანილობა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და დამიწებულია.
• წყალგაყვანილობისთვის გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის მასალა.
• სახანძრო უსაფრთხოება დაცულია. ოთახები დაკავშირებულია ცენტრალურ აუდიო სიტემასთან.
• შენობები აღჭურვილია სათვალთვალო კამერებითა და დაცვის სიტემებით. შესაძლებელია სამთავრობო დაცვით უზრუნველყოფაც.
• კომპლექსში გათვალისწინებულია საცურაო აუზი სახურავზე.

გალერეა

გალერეა

ქირავდება