VR აპარტმენსი:

წარმოიდგინეთ სიმწვანეში ჩაფლული სასტუმრო-აპარტოტელის ტიპის კომპლექსი, რომელიც თბილისის ყველაზე წყნარ და უსაფრთხო უბანში კრწანისში აშენდა – ეს „ვილა რეზიდენს აპარტმენსია“. პროექტი მომხმარებლის სურვილებისა და მოლოდინის გათვალისწინებითაა შექმნილი და საკუთარ თავში კომფორტისთვის აუცილებელ ყველა პირობას აერთიანებს: დაწყებული უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებით, დასრულებული სასტუმროს ტიპის მომსახურებით. კომპლექსის სიახლოვეს არსებული სკვერი და პროექტში არსებული გამწვანება იდეალურ გარემოს ჰქმნის თქვენთვის და თქვენი ოჯახისათვის.

VR აპარტმენსი – წარმოადგენს 11 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს, რომელიც აერთიანებს 54 სხვადასხვა ტიპის ბინას.
ბინები ყველა გემოვნებისთვის:

პროექტში მინიმალური ფართი 39 კვადრატული მეტრიდან იწყება. რაც შეეხება მაქსიმალურს, შეზღუდულები არ არიან მაცხოვრებლები. ტიხრების გაერთიანებით თითქმის ყველა ზომის ბინა შეგიძლიათ მიიღოთ. ოთახების განლაგებასა და დიზაინს თავად წყვეტთ, თუმცა კონსულტაციას სიამოვნებით გაგიწევენ ჩვენი გამოცდილი დიზაინერები და არქიტექტორები, ასევე შესაძლებლობა გვაქვს, რომ შემოგთავაზოთ ბინები სრულად აღჭურვილი რემონტით.

ჩაბარების პირობა:

ბინები ჩაბარდა თავისუფალი სივრცით ტიხრების გარეშე, სურვილისამებრ შეთავაზებული იყო ინდივიდუალური რემონტი.

საინვესტიციო ინფორმაცია

0%
წლიური უკუგება (ROI)
0
წლიანი გამოცდილება
0$
კვადრატულის საწყისი ფასი
0%
წლიური უკუგება
0
წლიანი გამოცდილება
0ჰა
რეკრეაციული სივრცე

ჰარმონიული საცხოვრებელი გარემო:

VR აპარტმენსი, არის პროექტი საიდანაც საოცარი ხედი იშლება კრწანისის მთებსა და თბილისზე.
ჩვენი მაცხოვრებლების სიმშვიდე და უსაფრთხოება უზრუნველყოფილია სამეთვალყურეო კამერებით და დაცვის 24-საათიანი მომსახურებით.
პროექტს ჰყავს კომპლექსის მენეჯერი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში დაგეხმარებათ სხვადასხვა საკითხების მოგვარებაში. საერთო მოხმარების ფართის სისუფთავესა და ნარგავების მოვლაზე ყოველდღიურად ზრუნავს ჩვენი კვალიფიციური პერსონალი.

პროექტში გათვალისწინებულია ყველა პირობა თქვენი ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის:

  • ორი ტიპის საცურაო აუზი, დახურული და ღია შენობის სახურავზე
  • სავარჯიშო დარბაზი
  • პროექტის პირველი სართული ეთმობა კომერციულ სივრცეებს

კომპლექსის სიახლოვეს განლაგებულია ინფრასტრუქტურისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი ელემენტი: საჯარო სკოლა, ქსელური სუპერმარკეტები, კლინიკები, აფთიაქები, ბანკები, საელჩოები, სამინისტროები და სარეკრეაციო ადგილები. შენობის სიახლოვეს განლაგებული მშვიდი სკვერი, რომელიც იდეალურ გარემოს ჰქმნის განტვირთვისთვის.

ინფრასტრუქტურა

ინფრასტრუქტურა

ადგილმდებარეობა:

ადამიანები ხშირად ირჩევენ გამწვანებულ, ხმაურისგან მოშორებულ ადგილს საცხოვრებლად, თუმცა ქალაქის ცენტრთან სიახლოვე მაინც რჩება პრიორიტეტად. VR აპარტმენტსი ქალაქის ცენტრიდან მხოლოდ 5 წუთის სავალ გზაზეა განლაგებული, თუმცა ამავე დროს, სრულიად დაცულია გამონაბოლქვისა და საცობებისგან. საცხოვრებელი სახლი ადვილად მისადგომია კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

თანამედროვე ტექნოლოგიები:
კომფორტის შეგრძნება უმცირესი დეტალებით იწყება. სწორედ ამიტომ, ჩვენს კომპლექსში გათვალისწინებულია: ჩუმი ჰიდრავლიკური ლიფტი და სადარბაზოს ავტომატური განათება.

საცხოვრებელი სახლს დახვეწილობას მატებს ლითონისა და ნაწრთობი მინის ელემენტებით გაწყობილი აივნის მოაჯირები, მუქი ფერის ორმაგი მინა-პაკეტის ალუმინის კარ-ფანჯრები ფასადზე.

კომპლექსის მშენებლობა განხორციელდა ეკოლოგიურად სუფთა და ენერგო ეფექტური სამშენებლო მასალებით, რაც კომუნალურ ხარჯებს 25%-მდე დაგიზოგავთ. პროექტში გათვალისწინებულია მიწისქვეშა პარკირება.

ჩაბარების პირობა:

ბინები ჩაბარდა თავისუფალი სივრცით ტიხრების გარეშე, სურვილისამებრ შეთავაზებული იყო ინდივიდუალური რემონტი.

სერვისები