ვილა რეზიდენს რესორტი:

“ვილა რეზიდენს რესორტი” ზრუნავს თქვენს კომფორტზე. სტუმრებს არ სჭირდებათ შორს გამგზავრება სასადილოების, გასართობებისა და აქტივობებისთვის, რაც აადვილებს დასვენებას ტრანსპორტირების უსიამოვნების გარეშე.
მაცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ სხვადასხვა ტიპის ოთახებიდან დაწყებული, გასართობ აქტივობებამდე დამთავრებული შეთავაზებები, რომლებიც თავიდან ბოლომდე არის მათ სურვილებზე და მოთხოვნებზე მორგებული. ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მაცხოვრებლებს უმაღლესი დონის მომსახურებას, რომლებიც ერგებიან მათ სურვილებს.

კომპლექსის მაცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ პროექტში არსებული ყველა სახის ინფრასტრუქტურითა და სერვისით. კომპლექსი შედგება 6 სართულისგან, რომელზეც განთავსებულია 27 აპარტამენტი და 18 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოფარეხი. პირველ სართულზე თქვენ შეხვდებით მიმღებს, საკონფერენციო ოთახს, ლობის შეხვედრებისთვისა და ღია ტერასას.

კომპლექსის მაცხოვრებლებს შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი სერვისებით: კონსიერჟის მომსახურება; 24 საათიანი დაცვა მთელ პერიმეტრზე; 2 საცურაო აუზი; 25×10 მ. საცურაო აუზი ეზოში; პანორამული საცურაო აუზი, 14×4 მ. ბოლო სართულზე ულამაზესი ხედებით; ფიტნეს კლუბი; საჯინიბო; გასვლითი ტურები კვადროციკლით; ჩოგბურთის, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები; KONE-ს პანორამული ლიფტი; 45-მეტრიანი ქვიშის აუზი ზღვის ტალღების იმიტაციით; ბოულინგ კლუბი; კაფე “ოლივა”.

„ვილა რეზიდენს რესორტი“ კომპლექსი მდებარეობს:

  • თავისუფლების მოედნიდან 7 წუთის სავალზე
  • 10 წუთის სავალზე აეროპორტიდან
  • თბილისის ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა უბანში
  • საელჩოების უბანში

აღსანიშნავია, რომ პროექტი მდებარეობს ისეთ ადგილას, სადაც ემიჯნება სხვადასხვა საელჩოები, სწორედ ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტი დიპლომატიურ უბანში მდებარეობს.

პროექტის მახლობლად არის შემდეგი საელჩოები: დიდი ბრიტანეთის; იაპონიის; შვეიცარიის; საფრანგეთის; ლიეტუვას; ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში; არაბეთის გაერთიანებული საამიროების რეზიდენცია; საუდის არაბეთის რეზიდენცია და ყატარის რეზიდენცია.

შენობებს შორის არის 25-50 მეტრი დისტანცია და საცხოვრებლების ირგვლივ მოწყობილია სხვადასხვა სახის მცენარეების რეკრეაციული ზონა. რეკრეაციულ ზონებში თქვენ შეხვდებით უნიკალური ჯიშის მცენარეებს, მათ შორის 500-წლოვან ზეთისხილის ხეებს. ჩვენ ვუქმნით მაცხოვრებლებს ისეთ გარემოს, სადაც ისინი შესძლებენ ერთიან გარემოში სრულფასოვან დასვენებასა და ცხოვრებას.

გალერეა

გალერეა

ქირავდება