ზარის შეკვეთა




სიახლეები

Villa Residence-სა და Eurofasad Georgia-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება

Villa Residence-სა და Eurofasad Georgia-ს  შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, იგი ჩვენი მიმდინარე პროექტის, მეოთხე ფაზის კორპუსების გარე ფასადის მოპირკეთებაში მიიღებს მონაწილეობას

 ეუროფასადი არის ერთ-ერთი წამყვანი ქართული კომპანია, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ქართულ ბაზარზე და ოპერირებს  რამდენიმე ქვეყანაში. ისინი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ენერგოეფექტური, უმაღლესი ხარისხის მასალების გამოყენებით ქმნიან საუკეთესო პროდუქტს . ასევე თანამშრომლობენ ავსტრიულ კომპანია „FunderMax“-თან, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი ვენტილირებადი ფასადების წარმოებაში.კომპანია „FunderMax“-ის უპირატესობა გახლავთ მაღალი ხარისხის მასალების წარმოება, ISO სერთიფიკატების სრული დაცვით და ეკოლოგიის ნორმების გათვალისწინებით.