ინტერიერის დიზაინი
ინტერიერის დიზაინი
ინტერიერი გამოირჩევა ბაცი, სადა და თბილი ტონებით. დიზაინის მინიმალისტური გადაწყვეტა იდეალურად შეესაბამება არქიტექტურისა და ადგილობრივი ლანდშაფტის ესთეტიკას.
საინვესტიციო ინფორმაცია
საინვესტიციო ინფორმაცია
Ibiza-ს ლეგენდა ახლა უკვე საქართველოში
პროექტ VR Shekvetili Forest~Beach-ის ფარგლებში, საქართველოში პირველად, მოეწყობა Café del Mar-ის სახელობის საერთაშორისო სტანდარტის მქონე Beach Club, რომელიც აერთიანებს მუსიკას, ესთეტიკასა და სანაპირო დასვენების სრულიად ახალ კულტურას.

პროექტის მდებარეობა
პროექტის მდებარეობა
შეკვეთილი, შავი ზღვა, საქართველო. გლობალური მისამართი და დინამიური დანიშნულების ადგილი.
ინოვაციური და მრავალფუნქციური პროექტისთვის ლოკაცია გამორჩეული ბუნებრივი მახასიათებლების გამო შეირჩა, რომელიც ექსპერტთა აზრით, იდეალური ადგილია მრავალი სახის ფლორისა და ფაუნასთვის: გამაჯანსაღებელი მაგნიტური ქვიშა, ნოტიო სუბტროპიკული და იონიზირებული ჰავა, მრავალწლოვანი ბიჭვინთის ფიჭვნარი, სამკურნალო თვისებებით გამორჩეული მაგნიტური სანაპირო და ზღვის სუფთა წყალი მომავალი მობინადრეების ჯანმრთელობაზე სასიკეთო გავლენას მოახდენს.
დასვენება სასურველი იქნება მათთვის, ვისაც აწუხებს სახსრები და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.
კურორტი შეკვეთილი განსაკუთრებულად კარგია ბავშვებისთვისაც: ზღვაში შესასვლელი დახრილია და არ არის ღრმა, არ არის დიდი ტალღები და ძლიერი ქარი, ასევე სანაპიროზე შესაძლებელია ბევრი ნიჟარის პოვნა – თამაშისთვის. სანაპიროს გასწვრივ არის ფიჭვნარი, რაც ჰაერზე სასიკეთოდ მოქმედებს.
პროექტის სტრატეგიული მდებარეობა საშუალებას გაძლევთ მარტივად დაუკავშირდეთ შავი ზღვის მთავარ კურორტებს — ავტომობილით სულ რაღაც 35 წუთში აღმოჩნდებით ბათუმში.
აპარტამენტების სახეობები
აპარტამენტების სახეობები
თქვენ აღმოაჩენთ სხვადასხვა სახის აპარტამენტებს ჩვენს პროექტებში, რომლებიც დაპროექტებულია თქვენი, როგორც მომხარებლების, სურვილების გათვალისწინებით. ჩვენ გთავაზობთ ყველა სახის აპარტამენტებს სტუდიო ტიპის აპარტამენტებიდან დაწყებული, პენტჰაუსებით დამთავრებული. ჩვენ ვზრუნავთ თქვენს კომფორტზე, სწორედ ამიტომ თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ და აირჩიოთ სასურველი საცხოვრებელი სივრცე ჩვენს პროექტებში.
ინფრასტრუქტურა
ინფრასტრუქტურა
გადახდის პირობები
გადახდის პირობები
ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი პროექტები მაღალი ხარისხის მიუხედავად მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი მომხმარებლისთვის. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ თქვენზე მორგებულ გადახდის პირობებს. დამატებითი კომფორტისთვის, მაცხოვრებლებს შეუძლიათ გადაიხადონ როგორც ყოველთვიურად, ისე კვარტლურად.
ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი პროექტები მაღალი ხარისხის მიუხედავად მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი მომხმარებლისთვის. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ თქვენზე მორგებულ გადახდის პირობებს. დამატებითი კომფორტისთვის, მაცხოვრებლებს შეუძლიათ გადაიხადონ როგორც ყოველთვიურად, ისე კვარტლურად.


























































































