კრწანისი რესორტ რეზიდენსისა და BMG – ბიზნეს მედია საქართველოს თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. მხარეებს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც დეველოპერული კომპანია კრწანისი რესორტ რეზიდენსი გადაცემა „საქმიანი დილის“ წარმდგენი იქნება. კონტრაქტი მოიცავს გადაცემის 1 წლიან მხარდამჭერას. საქმიან დილაში კომპანიის მთავარი პროექტის რესორტის ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის- კრწანისი რესორტ რეზიდენსის სიახლეების საზოგადოებისათვის გაცნობა.
პარტნიორობის მიზანია პოსტ პანდემიურ პერიოდში ბიზნეს მედიის მხარდაჭერა, და ბიზნეს პროექტების კიდევ უფრო წინ წამოწევა, განსაკუთრებით ისეთი წარმატებული დარგების როგორიცაა დეველოპმენტი. „დღევანდელი ქართული მედია გადატვირთულია ნეგატიური ნიუსებით, მნიშვნელოვანია მედიაში გაშუქდეს მიმდინარე წარმატებული პროექტები რომელიც საქართველოში ყოველწლიურად ხორციელდება“ – განაცხადა კრწანისი რესორტ რეზიდენსის დამფუძნებელმა და მმართველმა ნოშიკო ნამორაძემ