წარმოგიდგენთ კრწანისი რესორტ რეზიდენსის მეოთხე ფაზის მშენებლობის პროცესს.
წარმატებით მიმდინარეობს მონოლითური კარკასის სამუშაოები ფიტნესის შენობასა და 45 მეტრიანი ქვიშის აუზზე. ჩაესხა ფიტნესის გადახურვის ფილა.
3-4-5 სადარბაზოებზე მოეწყო გადახურვის ფილა. იწყება ბინებს შორის გამყოფი კედლების ამოყვანა.
6-7-8-9 სადარბაზოებზე მიმდინარეობს ფასადის მოწყობის სამუშაოები გრესპანიას ვენტილირებადი კერამოგრანიტის ფილებით. ასევე იატაკის მოჭიმვა და შუკოს ვიტრაჟების მონტაჟი.
10-11-12-13 სადარბაზოებზე ჩაესხა საძირკვლის ლიფტის შახტები. მიმდინარეობს ფუნდამენტის გრუნტის მომზადება.
14-15-16-17 სადარბაზოებზე მიმდინარეობს მიწის სამუშაოები.
იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეკოლოგიურად სუფთა გარემო, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეკრეაციულ ზონებს, რომელიც სრული ტერიტორიის 70%-ზე იქნება გაშენებული.
პირველი ეტაპისთვის დასრულებულია 2 ჰექტარი მოცულობის მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობა.