საცხოვრებელ კომპლექს “კრწანისი ვილა რეზიდენსსა“ და სამშენებლო კომპანია „დომუს ქონსთრაქშენს“ შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც, „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ IV ფაზის სამშენებლო ნაწილს, „დომუს ქონსთრაქშენი“ განახორციელებს. კომპანიების ფინანსური მხარდამჭერია თიბისი.
№1 ეკოლოგიურად სუფთა უბანი ქალაქში – „კრწანისი ვილა რეზიდენსი“ 2010 წელს დაარსდა ნოშიკო ნამორაძის მიერ. თანამედროვე დაგეგმარებისა და სტანდარტების შესაბამისი პირველი უბანი, 5 ჰექტარ მიწაზე გაშენდა, დღეს კი, რამდენიმე საცხოვრებელ კომპლექსს აერთიანებს.
ინოვაციური პროექტი – „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ მრავალფუნქციური უბანია, რომელიც საცხოვრებელ ზონასთან ერთად, საგანმანათლებლო, სპორტულ, სარეკრეაციო და გასართობ ინფრასტრუქტურას მოიცავს.
უბნის 70% რეკრეაციული ზონისგან შედგება, რომელიც აერთიანებს: საცურაო აუზებს, ფიტნეს დარბაზებს, საჯინიბოებს, ჩოგბურთის, ფეხბურთის, კალათბურთისა და გოლფის მოედნებს. ტერიტორიაზე გაშენდება სკოლა და საბავშვო ბაღი, ასევე კომერციული დანიშნულების კომპლექსი, სადაც მოსახლეობას საშუალება ექნება ისარგებლოს ჰიპერმარკეტით, მაღაზიებით, სამუშაო სივრცეებით, ბოულინგითა და ფიტნეს დარბაზით. საცხოვრებელი კომპლექსის შიდა ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ გოლფის მანქანებით, საფეხმავლო და ველობილიკებით იქნება შესაძლებელი. ტერიტორიაზე უკვე დასრულდა 1 ჰექტარი ფართობის სკვერის მოწყობა. ასევე პროექტმა თბილისის მერიისგან უკვე მიიღო მშენებლობის ნებართვა.
„ „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ ქვეყნის დეველოპერული სექტორის ყველაზე მსხვილი პროექტია, ვინაიდან მისი ჯამური ღირებულება 200 მლნ. დოლარს შეადგენს. ამასთანავე, პროექტი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელია, ვინაიდან მშენებლობაში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. „დომუს ქონსთრაქშენის“ ხარისხი და გამოცდილება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მრავალფუნქციური უბნის სამომავლო ფაზების სამშენებლო ნაწილი ხარისხიანად განხორციელდეს“, – ნოშიკო ნამორაძე, „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ დამფუძნებელი და მმართველი.
„მოხარული ვართ, რომ „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ მონოლითური კარკასის მშენებლობას „დომუს ქონსთრაქშენი“ განახორციელებს. საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანებასთან დაკავშირებით ჩვენი მიდგომები სრულ თანხვედრაშია, რაც იმედს გვაძლევს, რომ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა წარმატებული იქნება და წინ ნაყოფიერი და გრძელვადიანი პარტნიორობა გველის”, – ბაადურ ურუშაძე, „დომუს დეველოპმენტის“ დამფუძნებელი.
„თიბისისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში სამშენებლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა. თიბისის ჯამური ინვესტიცია აღნიშნული მიმართულებით, X მილიონ ლარს შეადგენს. დეველოპერული კომპანიებისა და უძრავი ქონების გაყიდვების ხელშეწყობის მიზნით, ბანკში მომქედებს ეკოსისტემა, რომელიც იპოთეკურ ცენტრს, სექტორულ კვლევებს, დაფინანსების ინსტურმენტებსა და სხვადასხვა სახის შეთავაზებებს აერთიანებს. თიბისისთვის ღირებულია ისეთი პროექტის მხარდაჭერა, რომელიც ქალაქის სწორ დაგეგმარებასა და იერსახეზე ზრუნავს, მოსახლეობას კი საცხოვრებლად ეკოლოგიურად სუფთა გარემოს სთავაზობს“, – გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის დირექტორის მოადგილე.