გვინდა გაცნობოთ სასიხარულო ამბავი, “კრწანისი ვილა რეზიდენსმა”მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა და შეიძინა კრწანისის ქუჩაზე 12 ჰექტარი მიწის ნაკვეთი.
მრავალ მილიონიანი ინვესტირება წარმატებით დასრულდა ჩვენი კომპანიის მიერ , პროექტი “სს ტბს ბანკის” თანადაფინანსებით შედგა.
პროექტის ჯამური ინვესტირების ღირებულება შეადგენს 120 000 000 დოლარს რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და ქალაქის სწორი განვითარებისათვის და მოსახლეობის დასაქმებისათვის.
სულ მალე წარმოგიდგენთ “კრწანისი ვილა რეზიდენსის” შემდგომი განვითარების ფაზას ,პრემიუმ კლასის თანამედროვე ტიპის დახურულ საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, ინოვაციური სიახლეებით და მოსახლეობისათვის გათვლილი ყველა თანამედროვე კომპონენტებით.