„ვილა რეზიდენსმა“, პროექტით „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“, უძრავი ქონების პირველ ეროვნულ გალა-დაჯილდოებაზე გაიმარჯვა ნომინაციებში:
დაბალსართულიანი შენობები
კურორტული დასახლება
დაჯილდოება „Prix d’Excellence – უძრავი ქონების ოსკარები“ რეგიონში პირველად, უძრავი ქონების საერთშორისო ფედერაციის FIABCI-Georgia-ს ორგანიზებით ჩატარდა.
კომპანია მადლობას უხდის დაჯილდოების ორგანიზატორებს წარმატებული ღონისძიებისთვის, რაც სფეროს წარმომადგენლებს აძლევს საშუალებას გააღრმაონ ურთიერთობები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.