ვილა რეზიდენსის საჯინიბოში კვიცი სახელად სოფი ლორენი დაიბადა.
კვიცის მშობლები რჩეული ჯიშის ცხენები არიან, დედა ფრანგული, ხოლო მამა გერმანული წარმოშობის.
ვილა რეზიდენსის ტერიტორიაზე განთავსებულია საჯინიბო, რომლითაც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს, იჯირითოს, დაამყაროს ცხენებთან კონტაქტი და გამოკვებოს.

სოფი ლორენი სულ რაღაც 2 კვირის არის  და უკვე გამოირჩევა მამაცი და მიზანდასახული ხასიათით.