“კრწანისი რესორტ რეზიდენსის” შესახებ:

“კრწანისი რესორტ რეზიდენსი” გაშენებულია 20 ჰექტარ მიწის ფართობზე თბილისის ისტორიულ და პრესტიჟულ ნაწილში, კრწანისში. “კრწანისი რესორტ რეზიდენსი” თავისუფლების მოედნიდან მხოლოდ 6 კილომეტრში, ხოლო აეროპორტიდან 17 კილომეტრში მდებარეობს და ტერიტორიიდან იშლება ულამაზესი პანორამული ხედები ქალაქზე.

ტერიტორია საცხოვრებელ ზონასთან ერთად მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ, სარეკრეაციო და გასართობ ინფრასტრუქტურას. ჩვენი ინოვაციური პროექტი ნერგავს ახალ სტანდარტებს, რომლებიც აუმჯობესებენ მაცხოვრებლების ცხოვრების ხარისხს.

შენობებს შორის არის 25-50 მეტრი დისტანცია და საცხოვრებლების ირგვლივ მოწყობილია სხვადასხვა სახის მცენარეების რეკრეაციული ზონები. რეკრეაციულ ზონებში თქვენ შეხვდებით უნიკალური ჯიშის მცენარეებს, მათ შორის 500-წლოვან ზეთისხილის ხეებს. ჩვენ ვუქმნით მაცხოვრებლებს ისეთ გარემოს, სადაც ისინი შესძლებენ ერთიან გარემოში სრულფასოვან დასვენებასა და ცხოვრებას.

ქირავდება